კლოპის პრესკონფერენცია
Aa
Aa

კლოპის პრესკონფერენცია

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ჩემპიონთა ლიგის ფინალი განსაკუთრებული მოვლენაა, როგორც მწვრთნელს მომზადება ბევრი რამისთვის გიწევს, ძირითადი მნიშვნელობა ვარჯიშს ენიჭება, თუმცა თავისი დატვირთვა განწყობას და სიმშვიდესაც აქვს. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ წინა ფინალზე უფრო აღფრთოვანებული ვიყავი. მსგავსი შანსი ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა და ბაიერნის წინააღმდეგ ზუსტად ამ განწყობით გავედით. დორტმუნდმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და მატჩის შემდეგ მივხვდი, რომ ასეთი ემოციების მიღება კიდევ მსურდა. ბედნიერი ვარ რომ ბიჭებმა ამის საშუალება მომცეს.

ზიდანი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. „ლივერში“ მასზე მეტი დრო გავატარე, თუმცა ის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ჩემზე მეტჯერ გახდა. ზინედინი მებრძოლი ადამიანია და იგი არასდროს ნებდება. ფინალში ერთმანეთს ვუპირისპირდებით და ვნახოთ ხვალ რა მოხდება“.

გამოცდილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წამით ადრე რეალი უფრო თავდაჯერებული იქნება, თუმცა საბედნიეროდ  შეხვედრის ბედი ამ მომენტებში არ წყდება. „ბლანკოსს“ ძლიერი კოლექტივი ჰყავს, მაგრამ მათ ჩვენს წინააღმდეგ არასდროს უთამაშიათ.

ლივერს“  მნიშვნელოვან ტურნირებში გამარჯვება სისხლში აქვს. ჩვენ ლივერპული ვართ და ფინალში შემთხვევით ნამდვილად არ მოვხვედრილვართ. ხანდახან მეტოქე შენზე ძლიერია მაგრამ ტაქტიკური გადაადგილებებით მისი შენს დონემდე ჩამოყვანა შეგიძლია“.

კარგი გუნდი ჯერ კიდევ 9 თვის წინ გვყავდა, სტაბილურობა გვაკლდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაზე მხოლოდ კარგი თამაშის შემდეგ ვოცნებობდით. ამ ყველაფერმა მებრძოლი სული ჩამოგვიყალიბა, რაც გადამწყვეტ მომენტებში აუცილებლად გამოგვადგება.

მოჰამედ სალაჰისთვის ეს სეზონი განსაკუთრებული გამოდგა. მომდევნი წლები გვიჩვენებს შეძლებს თუ არა ეგვიპტელი მესისა და რონალდოს დონეზე ასვლას. ბუნებრივია ამ შედეგის მიღწევა რთული იქნება, სხვანაირად რომ ყოფილიყო ბევრი ფეხბურთელი გააკეთებდა.

ხვალინდელი მატჩის წინ მოთამაშეთა უმრავლესობა ინერვიულებს და ეს სავსებით ნორმალურია. ფინალი ჩვეულებრივი საფეხბურთო მატჩია, ჩვენთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც ჩვეულებრივი საფეხბურთო მატჩია.

რეზერვში შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ ამ კატეგორიაში რეალი  უდავო ლიდერია. ბლანკოსს საოცარი სათადარიგო სკამი აქვს, რომლის თითოეულ ფეხბურთელს თამაშის გამწვავება ნებისმიერ მომენტში შეუძლია. მადრიდულ გუნდს არ ვედრები! „ლივერის“ რეზერვით სავსებით კმაყოფილი ვარ.

ფინალის მოსაგებად იღბალი აუცილებელია. მზად ნებისმიერი წინაღობის დასაძლევად უნდა ვიყოთ. თავს მშვენივრად ვგრძნობთ და ვიცით რომ წარმატების მისაღწევად ყველა საჭირო ინსტრუმენტი გვაქვს".

„რეალისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრა, 26 მაისს, კიევის ოლიმპიურ სტადიონზე, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. თამაშს სერბ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, რომელსაც 45 წლის მილორად მაზიჩი უხელმძღვანელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები