Aa
Aa

რეალი VS ლივერპული - LIVE ბლოგი

დღევანდელ ფინალს ინგლისელი მუსიკოსი და მოდელი, დუა ლიპა გახსნის. ლიპა ყველაზე ახალგაზრდა ქალი შემსრულებელია, რომლის ნახვებმაც Youtube-ზე მილიარდს მიაღწია.

მთავარი მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი). მაზიჩი 45 წლისაა და ფიფას კატეგორიის რეფერი 2009 წლიდან გახლავთ, ხოლო უეფას ეგიდით გასამართ შეხვედრებს 2013 წლიდან უძღვება. მან წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე 4 თამაში იმსაჯა, გასულ სეზონში კონფედერაციის თასის ფინალური მატჩის მთავარი არბიტრი იყო, ასევე 2016 წელს უეფას სუპერ თასის დაპირისპირება განსაჯა. სერბი რეფერი 2014 წლის მსოფლიოსა და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატებზე გახლდათ მიწვეული. იგი მომავალი მუნდიალის მთავარ მსაჯთა ჩამონათვალშიც ფიგურირებს.

ყველაფერი კიევის შესახებ ლივერპულურად

გზა ფინალამდე...

როგორ მზადდება ფინალის მაისურები?

ჩვენ "ლივერპული" ვართ!..

ჩვენ მზად ვართ, თქვენ?

1 დღე...

Mo Salah, Mo Salah, Mo Salah... Salah, la, la, la, laaaaa

ვარჯიშზე გამოსვლა 

წითლები ევროპული ტრიუმფისთვის

ვინ ჩარჩა წრეში?

კრიშტიანუმ ვარჯიშზე ნავასს გაუტანა

ვოზნიაცკიმ საყვარელ გუნდს წარმატება უსურვა

დანარჩენი შაბათს...

ლეგენდების გუნდების შემადგენლობები

ზიდანი თუ კლოპი?

ზუსტად 5 წელი "ბაიერნის" ჩემპიონობიდან... 5 წლის წინ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის ფინალი წააგო...

"რეალის" მთავარი კაცი იქნება...

ლეგენდები აქ არიან

ბენზემა VS ფირმინო

ფანებისთვისაც მოიცალა

ვარჯიში სრულდება

ნავასმა უნდა იფრინოს

ბენზემა და რამოსი

ლამაზი საღამო კიევში...

ზედიზედ მე-3 ჩემპიონთა ლიგა? პირველი მწვრთნელი?..

კიევში კარგი ამინდი და სასიამოვნო ტემპერატურაა

აკვირდება...

სტუმარი უკვე მოვიდა?

ორივე ძირითადში დაიწყებს?

ვალიეხო და სებალიოსი წრეში ჩატოვეს?

"ლურჯები" VS "წითლები"

"გაუმარჯოს"!

რონალდუ რაღაცით კმაყოფილია

მეგობრობა და ურთიერთგაგება

კაზემირო ვარჯიშზეც დაუნდობელია

რობერტო კარლოსი და ალვარო არბელოა Real Madrid TV-სთან საუბრისას

განხილვა ვარჯიშის წინ...

"რეალის" ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები - სალგადო, კარამბე და მაკელელე

აჩვენებს რონალდუ თანაგუნდელებს გზას კიდევ ერთ ფინალში?

განწყობა კარგია, მზადება იწყება...

"რეალის" ყოფილი ფეხბურთელი, მიჩელ სალგადო ჟურნალისტებს ესაუბრება

ვარჯიში იწყება

ზიდანი და რონალდუ

ბეილი ემზადება

ზიდანი: "ხალხი ფავორიტს ასახელებს, თუმცა ფინალში შანსები ყოველთვის 50:50-ზეა".

რამოსი: "რონალდუსა და მესის შედარება შეუძლებელია. ისინი სხვადასხვა ორბიტაზე არიან".

სერხიო რამოსმა კიევის ოლიმპიურ სტადიონზე 2012 წელს ევროპის ჩემპიონობა იზეიმა, ისევ აქ?..

ზიდანთან ერთად, "რეალის" პრესკონფერენციას რამოსი და მარსელო დაესწრნენ

კლოპიც ფორმაშია?

19 წლის ალექსანდრ-არნოლდი, შესაძლოა, "ლივერპულის" ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდეს, რომელიც ამ ტურნირის ფინალში ითამაშებს

წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე 9 გოლის გამტანი მანე

გუნდურობა

ინგლისელთა გერმანელი მთავარი მეკარე 

ჩემპიონთა ლიგის პირველი ეგვიპტელი გამარჯვებული?

წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე ფირმინო და რონალდუ გამოირჩევიან. მათ 18 გოლში მიიღეს მონაწილეობა - რონალდუ - 15+3, ხოლო ფირმინო 10+8

ლივერპულელების მოთელვა

წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე 10 გოლის გამტანი სალაჰი

კლოპი მშვენიერ ხასიათზეა

ვარჯიშით დაინტერესებული მედია

ჯანი ვარჯიშზე - სათამაშოდ მზად იქნება? 

2 სტივი - ჯერარდი და მაკმანამანი

რაგნარ კლავანი პირველი ესტონელია, რომელიც ამ ტურნირის ფინალში მონაწილეობს

მატჩამდე 1 დღე რჩება - "ლივერპულის" ვარჯიში

მანეს ავტოპორტრეტი

ზეედორფი ისევ ფორმაშია

კლოპთან ერთად, "ლივერპულის" პრესკონფერენციას ჰენდერსონი და ვან დიიკი დაესწრნენ

კლარენს ზეედორფი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ეს ტურნირი 3 სხვადასხვა გუნდის რიგებში მოიგო - "აიაქსი", "რეალი" და "მილანი"

სერგეი რებროვი და ანდრეი შევჩენკო უეფას ლეგენდების ტურნირზე

ჰენრიკ ლარსონი უეფას ლეგენდების ტურნირზე

დეკუ უეფას ლეგენდების ტურნირზე

ვარანი: "ვიცით, რომ რთული მატჩი იქნება, თუმცა გვსურს, რომ ისტორიის წერა გავაგრძელოთ. არსებობს მიზეზი, რატომაც "ლივერპული" აქ მოხვდა - ბრწყინვალე სეზონი ჩაატარეს. მათ 3 საუცხოო შემტევი ჰყავთ და ეს გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია".

კიევის ოლიმპიური სტადიონი 30-ე არენაა, რომელიც ამ ტურნირის ფინალს მასპინძლობს. კიევი 27-ე ქალაქია, ხოლო უკრაინა მე-17 ქვეყანა

"რეალმა" ბოლო 28 ოფიციალური მატჩიდან გოლი მხოლოდ 1 შეხვედრაში ვერ გაიტანა

"რეალის" ყველა დროის საუკეთესო მარცხენა მცველი?

ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი: "მსურს, საკუთარი თავი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების წინააღმდეგ გამოვცადო. კრიშტიანუ რონალდუზე ძლიერი ფეხბურთელი, ბევრი ნამდვილად არაა. ეს ყველასთვის უდიდესი გამოცდაა და იმედი მაქვს, მწვერვალზე ჩვენ ავალთ".

" ჩემპიონთა ლიგის თასი" კიევში

რონალდუ VS სალაჰი

ფინალის მოლოდინში

მარკო ასენსიო: "კიდევ ერთ ფინალში მონაწილეობით, აღფრთოვანებულები ვართ. რთული მატჩი იქნება, "ლივერპული" კარგ ფორმაშია და ზოგადად, მშვენიერი სეზონი ჰქონდა. თუმცა ჩვენ საკუთარი თავის უნდა გვჯეროდეს".

კიევში მდებარე ბინის აივანზე წარწერა You'll Never Walk Alone-სა და ეგვიპტის დროშაც ყოველდღე ვერ დაინახავ

ლუიშ ფიგუ 2017 წლის ჩემპიონთა ფესტივალზე

"ლივერპულმა" ევროტურნირის ფინალში ბოლოს 2016 წელს ითამაშა, როცა ბაზელში "სევილიასთან" წააგო. იმ მატჩში მინოლე, კლაინი, ლოვრენი, მორენო, მილნერი, ჯანი, ლალანა და ფირმინო ძირითადში იყვნენ, ჰენდერსონი კი სათადარიგოთა შორის გახლდათ

13 თუ 6?

"ლივერპულისა" და "რეალის" ყოფილი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი: "ლივერპულს" ტიტულის მოგება შეუძლია, მათ საამისოდ ხარისხიანი გუნდი ჰყავთ. თუმცა ასეთი ტიპის მატჩებში ყველაფერი ხდება და ხანდახან თუნდაც 1 შეცდომის გამო ისჯები. წნეხსაც სწორედ ეს განაპირობებს. "რეალისთვის" მსგავსი მომენტები ჩვეულია და მას ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს, ამ ფორმაციის "ლივერპულისთვის" კი - ეს ახალია. გუნდებს შორის განსხვავებაც ამაში გამოიხატება".

10 გოლი და 8 საგოლე პასი - ფირმინო წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინვალეა

რონალდუ: "ლივერპული" რამდენიმე წლის წინანდელ "რეალს" მახსენებს, როცა ძალიან სწრაფი შემტევები გვყავდა. ვფიქრობ, ჩვენ უკეთესი გუნდი ვართ, თუმცა მათ პატივი უნდა ვცეთ".

კლოპი ფინალის პროგრამით

"ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი, ლუის გარსია

You'll Never Walk Alone

ზიდანს აქვს შანსი, რომ ჩემპიონთა ლიგის 3-ჯერ მომგებ რეკორდსმენ მწვრთნელებს, ბობ პეისლისა (1976-77; 1977-78 და 1980-81 წ.) და კარლო ანჩელოტის (2002-03; 2006-07 და 2013-14 წ.) შეუერთდეს

HALA MADRID

ორივე ძირითადში იქნება?..

"ლივერპულის" ყოფილი ფორვარდი და "რეალის" ყოფილი მწვრთნელი, ჯონ ტოშაკი: "გული "ლივერპულის" მოგებას მკარნახობს, თუმცა ტვინი - "რეალისას". როცა გუნდების შემტევ პოტენციალს გაითავისებ, შეუძლებელია, იფიქრო, რომ თამაში დიდებული არ გამოვა".

ისკო: "ჩვენ ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს და სამწუხაროა, რომ მოედანზე გასვლა მხოლოდ 11 მათგანს შეეძლება". 

„რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბოლოს სწორედ "ლივერპულთან" დამარცხდა - 1981 წ. მას შემდეგ მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგის 6 ფინალი მოიგეს - 1998; 2000; 2002; 2014; 2016 და 2017 წლებში.

მხოლოდ 3 ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მომგებ გუნდს 2 სხვადასხვა ფინალში უკაპიტნა - პაოლო მალდინი (2003 და 2007 წ.), კარლეს პუიოლი (2006 და 2009 წ.) და სერხიო რამოსი (2016 და 2017 წ.). ამ უკანასკნელს შეუძლია, ფრანც ბეკენბაუერის რეკორდს გაუთანაბრდეს (1974; 1975 და 1976).

ჩემპიონთა ლიგის თასი

ბენზემამ 2014-15 წლების სეზონში "ლივერპულს" ჯამში 3 გოლი გაუტანა. ფრანგმა წლევანდელ სეზონში "რეალის" მაისურით 400 მატჩიან ნიშნულს მიაღწია. იგი კლუბის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მე-7 ადგილზეა

მადრიდელები კიევში

კრიშტიანუ რონალდუ, შესაძლოა, პირველი ფეხბურთელი გახდეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგას 5-ჯერ მოიგებს

ვან დიიკი: "გვჭირდება, რომ მოედანზე თამამად ვიმოქმედოთ და ვაკეთოთ ის, რაც ყველაზე კარგად გამოგვდის. ერთმატჩიანი დაპირისპირებაა, ამიტომაც თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ და ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია".

ჯიმი კარაგერი "ტვიტერზე:

"ლივერპულის" ნახევარმცველმა, ჯორჯინიო ვაინალდუმმა რეპორტიორებს უთხრა, რომ მისი კუმირი ზინედინ ზიდანი იყო

"რეალისა" და "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი, სტივ მაკმანამანი: "ჩემი აზრით, "ლივერპული" უფრო ძლიერი და სწრაფი გუნდია. ვიტყვი, რომ ისინი მოიგებენ და ამასთანავე, მატჩი შედეგიანი გამოდგება". 

ამ სეზონში განვითარებული ყველაზე მაღალი სისწრაფე:

მადრიდული სპორტული გამოცემა Marca-ს სათაური: "გზა ტრიუმფისკენ"!

ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი "ქამბექი" - 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი - "ლივერპული"-"მილანი"

"ლივერპულის" ყოფილი მცველი, მარკ ლოურენსონი: "ფეხბურთში ხშირად გადამწყვეტი ფაქტორი გუნდი და მისი ფსიქოლოგიური მომზადება ხდება, სხვანაირად თუ ვიტყვით - გუნდური სული. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც "ლივერპულს" მცირე უპირატესობას ვანიჭებ სწორედ ესაა, კლოპს გასახდელში ბრწყინვალე ატმოსფეროს აქვს შექმნილი".

ჯეიმს მილნერს კუნთის მცირე პრობლემა აქვს, თუმცა მაინც ძირითად შემადგენლობაში მოიაზრება.

ემრე ჯანს ზურგის ტრავმის გამო მარტის შემდეგ არ უთამაშია. ის უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და კლოპის თქმით, სამედიცინო შტაბს მისი ამჟამინდელი მდგომარეობა იმედიანად განაწყობს. ჯანი 24 კაციან განაცხადშია და შესაძლოა, ფინალში ითამაშოს.

2008-09 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, "ლივერპულმა" "რეალს" პირველი მატჩი სტუმრად იოსი ბენაიუნის გოლით, 1:0 მოუგო. ბენაიუნი ამბობს: "ის ჩემი კარიერის უდიდესი შეხვედრა იყო". 

ლივერპულთან ერთად 1976-77 და 1977-78 წლებში ჩემპიონთა ლიგის მომგები მცველი, ჯოი ჯოუნსი: "ვფიქრობ, "ლივერპული" მაღალ ტემპში ითამაშებს, როგორც ამას ხშირად აკეთებს. ცოტა დაცვის ფლანგების მეშინია. იქ მოასპარეზე მცველები შეტევაში კარგად მიდიან, თუმცა საერთო ჯამში სახიფათო პოზიციებია".

კიევის აეროპორტში

გზა კიევისკენ

გზა კიევისკენ

ბეილი: "ეს ისტორიაა. მე დიდ კლუბში ტიტულების მოსაგებად მოვედი, თუმცა ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამდენ ფინალში თამაში მომიწევდა".

ფირმინოს ავტოპორტრეტი

"რეალმა" ჩემპიონთა ლიგის ბოლო 11-დან 9 მატჩში მინიმუმ 1 გოლი გაუშვა

მარსელო: "ლივერპული" მხოლოდ სალაჰი არაა".

რობერტსონი შოტლანდიის წარმომადგენელი მე-2 ფეხბურთელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის (1993 წლიდან) ფინალში ითამაშებს. პირველი პოლ ლამბერტი (დორტმუნდი) იყო - 1997 წ.

კრიშტიანუს ყველა გოლი წლევანდელ ტურნირზე. გახდება ლიგის ბომბარდირი ზედიზედ მეექვსედ?

 

წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ტურის საუკეთესო გოლები

კეილორ ნავასი ერთადერთი კოსტა რიკელი ფეხბურთელია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის/თასის ფინალში აქვს ნათამაშები

ფოტო სტადიონზე გამოსასვლელი გვირაბიდან

რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 17 მატჩში 25 გოლი გაიტანა

ურთიერთშეხვედრათა ისტორია

 

მოკრივე ფეხბურთის მოედანზე

"რეალის" განაცხადი ფინალისათვის

კლოპი: "ჩვენს კლუბს უდიდესი ისტორია აქვს, რაც მუდმივ წნეხში ყოფნას გვაიძულებს. ეს შესანიშნავია და დღეს აქ რატომაც ვიმყოფებით, კლუბის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ განსაკუთრებულები უნდა ვიყოთ". 

ჩემპიონთა ლიგის 2019-20 წლების სეზონის ფინალურ შეხვედრას სტამბულის ათათურქის სახელობის ოლიმპიური სტადიონი უმასპინძლებს

კიევის ოლიმპიური სტადიონი

რამოსი: "ჩვენ "პსჟ", "იუვენტუსი" და "ბაიერნი" დავამარცხეთ, სამივე მათგანი კი ტურნირის ფავორიტთა შორის იყო. ვფიქრობ, ეს ფაქტი ჩვენ მენტალურ სიმტკიცეს გვმატებს". 

ჩემპიონთა ლიგის გალერეა კიევში

ზიდანი: "ეს ინგლისური გუნდია, შესაბამისად, იგი არასდროს დანებდება. თუმცა ისინი მხოლოდ ფიზიკურ მონაცემებზე დამოკიდებული არ არიან და მშვენიერი ტექნიკა აქვთ, სწრაფი და ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ".

რამოსს ავტოპორტრეტის დახატვა სთხოვეს

ფირმინო: "ჩემს პროფესიონალურ კარიერაში საუკეთესო სეზონია".

კლოპის ავტოპორტრეტი

ცრურწმენა გკარნახობს, რომ თასს წინასწარ არ უნდა შეეხო

სალაჰის გამოკითხვა

კროოსს ევროპულ საკლუბო ტურნირებზე 99 მატჩი აქვს ჩატარებული. იქნება დღეს მე-100?

მანე (სენეგალი), სალაჰი (ეგვიპტე) და კლავანი (ესტონეთი) თავიანთი ქვეყნიდან პირველი ფეხბურთელები არიან, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებენ

სალაჰის ტექნიკა

საუკეთესო ადგილი სელფისთვის

უეფას დილა კიევში

კიევი ფინალის რეგალიებში

უეფას ჩემპიონთა ფესტივალის წარდგენა

კაფუ უეფას ჩემპიონთა ფესტივალზე

ქალაქ კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო უეფას ჩემპიონთა ფესტივალს დაესწრო

ფირმინოს ერთსიტყვიანი დახასიათებები

ოლიმპიურ სტადიონს ფინალისთვის ამზადებენ

"რეალის" მოგებული 12 ჩემპიონთა ლიგა/თასი

"ლივერპულის" "ტვიტერის" ფოტოები კიევიდან

კიევი ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოლოდინშია. შენ რომელს გულშემატკივრობ?

თამაშის დღეს კიევში კარგ ამინდს ელიან

კრიშტიანუს სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგაზე

კიევის ოლიმპიური სტადიონი

ფირმინოს სტატისტიკა

მგზავრობისას

"ლივერპული" კიევში ჩავიდა

 

ჩასვლა კიევში

ფანების დახვედრა კიევში

"რეალი" კიევში ჩავიდა

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები