ჩემპიონთა ლიგის ფინალს დუა ლიპა გახსნის
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგის ფინალს დუა ლიპა გახსნის

ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრას ინგლისელი მუსიკოსი და მოდელი, დუა ლიპა გახსნის. იგი ყველაზე ახალგაზრდა ქალი შემსრულებელია, რომლის ნახებმაც Youtube-ზე მილიარდს მიაღწია. ლიპა 22 წლისაა.

ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ ფინალს, ტელეეთერით მსოფლიოს 220 ქვეყანაში გადასცემენ.

"ჩემთვის დიდი პატივი იყო, როცა უეფამ და პეპსიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალის გახსნის ცერემონიაში  მონაწილეობა შემომთავაზა. ეს ისეთი შანსია, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა.

ერთი სული მაქვს, ამ ბრწყინვალე მოვლენისას ფანების წინაშე წარვსდგე. მინდა, რომ მათ დაუვიწყარი სანახაობა შევთავაზო". - ამბობს ახალგაზრდა მომღერალი.

ლიპამ მუსიკალური კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო. იგი ბოლო წლებში რამდენიმე ფილმშიც გადაიღეს.

შეგახსნებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის გასული წლის ფინალი The Black Eyed Peas-მა გახსნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები