ფინალის მსაჯი - მილორად მაზიჩი
Aa
Aa

ფინალის მსაჯი - მილორად მაზიჩი

"რეალისა" და "ლივერპულის" გადამწყვეტ შეხვედრას სერბი რეფერი მილორად მაზიჩი იმსაჯებს, რომელსაც თანამემემულეები მილოვან რისტიჩი და დალიბორ ჯურჯევიჩი დაეხმარებიან, მე-4 სათადარიგო არბიტრის ფუნქციას კი ფრანგი კლემენ ტურპენი შეასრულებს.

მაზიჩი 45 წლისაა და ფიფას კატეგორიის რეფერი 2009 წლიდან გახლავთ, ხოლო უეფას ეგიდით გასამართ შეხვედრებს 2013 წლიდან უძღვება. მან წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე 4 თამაში იმსაჯა, გასულ სეზონში კონფედერაციის თასის ფინალური მატჩის მთავარი არბიტრი იყო, ასევე 2016 წელს უეფას სუპერ თასის დაპირისპირება განსაჯა.

"ვფიქრობ, როცა ევროპელ მსაჯს მისი ოცნების შესახებ ჰკითხავ, ნებისმიერი გიპასუხებს, რომ ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მონაწილეობაა. 

ეს ევროპის უდიდესი საკლუბო მატჩია, ბევრი მაყურებლით, ფანტასტიური ატმოსფეროთი, ორ უძლიერეს კლუბს შორის. ძალიან, ძალიან საამაყოა, როცა ასეთი შეხვედრის ნაწილი ხარ, თანაც შენს გუნდთან ერთად.

ჩვენ შაბათისთვის ვემზადებით, ორივე გუნდის ტაქტიკასა და ფეხბურთელთა ხასიათს ვსწავლობთ. ეს ისაა, რასაც უეფა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს". - აცხადებს მაზიჩი.

სერბი რეფერი 2014 წლის მსოფლიოსა და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატებზე გახლდათ მიწვეული. იგი მომავალი მუნდიალის მთავარ მსაჯთა ჩამონათვალშიც ფიგურირებს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 26 მაისს, კიევის "ოლიმპიურ სტადიონზე" გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები