Aa
Aa

ოფიციალურად: ინიესტა იაპონიაში ითამაშებს

„ბარსელონას“ ესპანელი ლეგენდა ანდრეს ინიესტა კარიერას იაპონიაში გააგრძელებს.

გუშინ ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ მისი ახალი გუნდი იაპონური „ვისელ კობე“ იქნება.

„მივემგზავრები ჩემს ახალ სახლში, ჩემს ახალ მეგობარ ჰიროში მიკიტანისთან ერთად“, დაწერა ინიესტამ საკუთარი twitter-ის გვერდზე.

მიკიტანი „ვისელ კობეს“ მფლობელი გახლავთ და ამავდროულად იგი „ბარსელონას“ სპონსორი კომპანიის Rakuten-ის მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორიც გახლავთ.

ეს ფაქტორი შეთანხმების მიღწევის დროს ერთ-ერთი გადამწყვეტი გახლდათ.

„ბარსელონასა“ და Rakuten-ს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ და ამ ფაქტორმა ინიესტას ჩინეთში გადასვლა გადააფიქრებინა.

იაპონურ კომპანიასთან განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა ხერარდ პიკეს აქვს, რომელიც ინიესტას სატრანსფერო მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, რომ ანდრეს ინიესტას 16 წლიანი „ბარსელონური“ კარიერა კვირას, „კამპ ნოუზე“ „რეალ სოსიედადთან“ გამართული მატჩით დასრულდა.

ბარსელონაში 22 წლიანი ცხოვრების შემდეგ ინიესტა იაპონიაში გადაბარგდა, თუმცა როგორც გუნდის ხელმძღვანელები ამბობენ, კარიერის დასრულების შემდეგ სავსებით შესაძლებელია, რომ ანდრესი „ბლაუგრანაში“ დასაქმდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები