Aa
Aa

"იუნაიტედი" მარსიალის გასაყიდად მზადაა - ინგლისური კლუბები თავიდანვე გამოირიცხა

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მზადაა ენტონი მარსიალის შესახებ შეთავაზებები მოისმინოს, თუმცა მათ სამომავლო გეგმებში ფრანგი გარემარბის სხვა ინგლისურ კლუბში გაყიდვა არ შედის.

22 წლის ფეხბურთელს საკმაოდ რთული პერიოდი აქვს, იგი მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა და კლუბში თავი იანვრის შემდეგ არ გამოუჩენია.

“Daily Mail“-ის ინფორმაციით „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრები მზად არიან ფრანგ ვინგერს შეელიონ, მაგრამ მის ინგლისში გაყიდვას არ აპირებენ.

გავრცელებული ინფორმაციით ჟოზე ვილიანითაა დაინტერესებული და კულუარებში მარსიალი-ვილიანის გაცვლაც განიხილებოდა, თუმცა, ბოლოდროინდელი ინფორმაციით „მანჩესტერი“ ფრანგ ნახევარმცველს მეტოქე გუნდში არ გაუშვებს.

მარსიალი „იუნაიტედში“ „მონაკოდან“ გადმოვიდა და მასში ინგლისელებმა 58 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

სავარაუდო კანდიდატებად იტალიური კლუბები განიხილებიან, თუმცა მარსიალის ყოველკვირეული ხელფასი, რომელიც 65000 ფუნტია, საკმაოდ დიდი დაბრკოლებაა. „ნაპოლისთან“ ერთად ფრანგი გარემარბით დაინტერესებული „იუვე“ და „ტოტენჰემი“ არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები