სხირტლაძის მორიგი გოლი და საგოლე გადაცემა - ლობჟანიძე სუპერლიგაში დარჩა
Aa
Aa

სხირტლაძის მორიგი გოლი და საგოლე გადაცემა - ლობჟანიძე სუპერლიგაში დარჩა

დანიის სუპერლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა ''სილკებორგმა'' ორი მატჩის ჯამში 5:4 დაამარცხა ''ჰელსინგორი.'' პირველი შეხვედრა ''ჰელსინგორის'' საშინაო არენაზე ფრედ 1:1 დასრულდა. საპასუხო შეხვედრაში ''სილკებორგმა'' 4:3 გაიმარჯვა. 

მე-4 წუთზე ''ჰელსინგორი'' დაწინაურდა, თუმცა მე-20 წუთზე დავით სხირტლაძის გადაცემის შემდეგ ოკელსმა ანგარიში გაათანაბრა. 24-ე წუთზე სხირტლაძემ თავით გაიტანა და ანგარიში ''სილკებორგის'' სასარგებლოდ 2:1 გახდა.

 

''სილკებორგის'' სამატჩო განაცხადში მათე ვაწაძე არ იმყოფებოდა, ხოლო სხირტლაძემ სასტარტოში ითამაშა და 77-ე წუთზე შეცვალეს. დავით სხირტლაძემ მიმდინარე სეზონში მე-12 გოლი შეაგდო (6 - დანიის სუპერლიგა, 2 - გადათამაშება, 4 - დანიის თასი).

საბოლოოდ პიტერ სორენსენის გუნდმა გამარჯვება მოიპოვა და ფლეი-ოფის გადამწყვეტ შეხვედრაში ''ესბიერგს'' შეხვდება, რომლის შემადგენლობაში ქართველი ნახევარმცველი ლაშა პარუნაშვილი ასპარეზობს. ''ესბიერგმა'' რანგით მეორე ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა და ელიტაში აღზევებისთვის ''სილკებორგი'' უნდა დაამარცხოს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე - ჯაბა ჯიღაური, დავით სხირტლაძე და ლაშა პარუნაშვილი

საბა ლობჟანიძის ''რანდერსმა'' დანიის სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნა. გადათამაშების გადამწყვეტ დაპირისპირებაში ''რანდერსმა'' ორი მატჩის ჯამში 4:2 სძლია ''ლიუნგბიუს.'' ორივე თამაში ლობჟანიძის გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა. საბამ პირველ შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევი საპასუხო მატჩში სასტარტოში მოხვდა, მაგრამ ამჯერად არ შეუგდია. 23 წლის ფეხბურთელი 74-ე წუთზე შეცვალეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები