Aa
Aa

ხარაიშვილის ბრწყინვალე გოლი - მატჩში საუკეთესო ქართველი იყო

შვედეთის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-9 ტურში ''ელფსბორგისა'' და ''გიოტებორგის'' დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. ''გიოტებორგის'' სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდა გიორგი ხარაიშვილი, რომელმაც 63-ე წუთზე ბრწყინვალე დარტყმით ანგარიში გახსნა.

sofascore-ის ვერსიით მატჩში მონაწილე ფეხბურთელთა შორის ყველაზე მაღალი შეფასება ქართველმა ნახევარმცველმა მიიღო. მას 7,6 ქულა დაუწერეს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ლიდერი 79-ე წუთზე შეცვალეს. ''გიოტებორგმა'' ერთადერთი გოლი მეხუთე დამატებულ წუთზე გაუშვა და მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა.

16-გუნდიან ჩემპიონატში ''გიოტებორგი'' 13 ქულით მე-9 ადგილზეა. ხარაიშვილის გუნდი შემდეგ ტურში ''დიურგარდენს'' შეხვდება. თამაში 24 მაისს გაიმართება. დიდი ალბათობით ქართველი კვლავ სასტარტო თერთმეტეულში მოხვდება.

ხარაიშვილი შვედურ გუნდს გასულ ზამთარში შეუერთდა. 2018 წლის სეზონში ''საბურთალოს'' ყოფილმა კაპიტანმა შვედეთის ჩემპიონატში 6 მატჩი ჩაატარა, მოედანზე მხოლოდ 149 წუთი გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები