ოფიციალურად: სამპაოლიმ არგენტინის შემადგენლობა დაასახელა!
Aa
Aa

ოფიციალურად: სამპაოლიმ არგენტინის შემადგენლობა დაასახელა!

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ ის 23 ფეხბურთელი დაასახელა, რომელიც მომავალ მუნდიალზე "ალბისელესტეს" ღირსებას დაიცავს.

სამპაოლის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს მაურო იკარდი, არადა "ინტერის" კაპიტანის გვარი გაფართოებულ შემადგენლობაში ფიგურირებდა. იკარდი სერია A-ს დასრულებული გათამაშების თანაბომბარდირი გახდა, მან და ჩირო იმობილემ 29-29 გოლი გაიტანეს.

საინტერესოა, რომ 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პირველად, არგენტინის ნაკრების განაცხადში "ინტერის" ვერცერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდა.

საბოლოო ჯამში, არგენტინელთა სამუნდიალო განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები: სერხიო რომერო (მანჩესტერი; ინგლისი), ვილი კაბალიერო (ჩელსი; ინგლისი), ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი).

მცველები: გაბრიელ მერკადო (სევილია; ესპანეთი), ფედერიკო ფასიო (რომა; იტალია), ნიკოლას ოტამენდი (სიტი; ინგლისი), მარკოს როხო (მანჩესტერი; ინგლისი), ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი; ჰოლანდია), კრისტიან ანსალდი (ტორინო; იტალია), მარკოს აკუნია (სპორტინგი; პორტუგალია).

ნახევარმცველები: ხავიერ მასკერანო (ჰებეი; ჩინეთი), ევერ ბანეგა (სევილია; ესპანეთი), ლუკას ბილია (მილანი; იტალია), მანუელ ლანსინი (ვესტ ჰემი; ინგლისი), ჯოვანი ლო სელსო (პსჟ; საფრანგეთი), კრისტიან პავონი (ბოკა ხუნიორსი), მაქსიმილიანო მესა (ინდეპენდიენტე), ედუარდო სალვიო (ბენფიკა; პორტუგალია), ანხელ დი მარია (პსჟ; საფრანგეთი).

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (ბარსელონა; ესპანეთი), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი; იტალია), სერხიო აგუერო (სიტი; ინგლისი), პაულო დიბალა (იუვენტუსი; იტალია).

არგენტინელები მუნდიალის დაწყებამდე 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ - 29 მაისს ჰაიტის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ხოლო 9 ივნისს მათი მეტოქე ისრაელის უპირველესი გუნდი იქნება.

"ალბისელესტე" მსოფლიო ჩემპიონატის D ჯგუფში ისლანდიის (16 ივნისს), ხორვატიისა (21 ივნისს) და ნიგერიის (26 ივნისს) ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები