ვალტერ ძენგა:
Aa
Aa

ვალტერ ძენგა: "ისეთი გრძნობაა, თითქოს დანით დამჭრეს, მკვდარივით ვარ"

ლეგენდარული იტალიელი მეკარე, ვალტერ ძენგა ჟურნალისტებს ესაუბრა და აღნიშნა, რომ თავს ძალიან ცუდად გრძნობს. 

ძენგას "კროტონე" სერია A-ს ბოლო ტურში სტუმრად "ნაპოლის" ხვდებოდა და სასურველი შედეგის მიღწევა სჭირდებოდა, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, ლიგას მოგების შემთხვევაშიც დაემშვიდობებოდა. ცნობილი გოლკიპერი, ჩვენს იტალიელ კოლეგებს სწორედ ამ საკითხზე ესაუბრა და თავისი გულისტკივილი გაუზიარა.

"დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც თამაშის დამთავრებამდე აქტიურად გვამხნევებდნენ. სიმართლე გითხრათ, ახლა მკვდარივით ვარ. ისეთი გრძნობაა, თითქოს დანით დამჭრეს.

ყველა კალაბრიელისა და "კროტონეს" გულშემატკივრის გამო ვწუხვარ. ჩემპიონატის ბოლოს რთული კალენდარი გვქონდა, ჩვენს მეტოქეებს კი შედარებით იოლი განრიგი შეხვდათ. 

ჩვენ პატარა გუნდი ვართ, თუმცა აქ უდიდესი ენთუზიაზმი და საფეხბურთო ვნებაა. მადლობა ფეხბურთელებს, ისინი მოედანზე ყველაფერს აკეთებდნენ და სერია A-ში თამაშს იმსახურებენ. ახლა ისღა დაგვრჩენია, მეტოქეებს მიზნის მიღწევა მივულოცოთ". - აცხადებს ძენგა.

აღსანიშნავია, რომ "კროტონე" უმაღლესი ლიგიდან გავარდნასთან გასულ წელსაც ძალიან ახლოს იყო, თუმცა გუნდმა თავი თითქმის უიმედო სიტუაციიდან დაიძვრინა. 

ასევე იხილეთ - 1300 კილომეტრი ველოსიპედით... - "კროტონეს" მწვრთნელი დანაპირებს ასრულებს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები