“ლეხის” ქომაგების უღირსი საქციელი
Aa
Aa

“ლეხის” ქომაგების უღირსი საქციელი

„ლეგიამ“ პოლონეთის ჩემპიონობა გუნდის ისტორიაში მეცამეტედ მოიპოვა.. კვირას გამართულ ბოლო შეხვედრაში ვარშაველები „ლეხს“ ეთამაშებდონენ და სასურველი მიზნის მისაღწევად ფრეც აწყობდათ. საბოლოოდ „ლეგიამ“ ტექნიკური გამარჯვებას მას შემდეგ მიაღწია,, რაც ქომაგებმა პეტარდები ისროლეს და შემდეგ მოედანზე შემოვარდნენ.

მატჩის 77-ე წუთზე „ლეხის“ გულშემატკივრებმა მინდორზე პეტარდები გადმოაგდეს, რომლებმაც მოედანზე შავი კვამლი დააყენეს და შეხვედრის არბიტრი დანიელ შტეფანსკი იძულებული გახდა მატჩი შეეჩერებინა. „ლეგია“ ამ დროისთვის ანტოლიჩის და კუჩარჩიკის გოლების წყალობით 2-0-ს იგებდა. ქომაგები მინდორზე სწორედ ამ უკანასკნელის გოლის შემდეგ შემოვარდნენ და სიტუაციის განმუხტვა 200 პოლიციელს მოუწია.

 

პოლონეთის ექსტრაკლასის კომისიამ „ლეხს“ ტექნიკური წაგება ჩაუთვალა და ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა; „გადაწყვეტილების თანახმად „ლეგიამ“ 70 ქულა დააგროვა და ჩემპიონობა მოიპოვა. „ლეხს“ 60 ქულა დარჩა და მესამე ადგილი დაიკავა“.

„ლეხის“ წარმომადგენელმა ლუკაშ ბოროვიჩმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „ერთადერთი სტადიონი, რომელზეც პეტარდები ისროლეს და შეხვედრა ამის გამო შეწყდა, ნამდვილად არ ვართ. თუმცა ჯერჯერობით ზიანის დათვლა და სავარაუდო სასჯელზე საუბარი ზედმეტია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები