ნადალმა რომის მასტერსი მერვედ მოიგო
Aa
Aa

ნადალმა რომის მასტერსი მერვედ მოიგო

რომის მასტერსის 2018 წლის გამარჯვებული რაფაელ ნადალი გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ტურნირის წინა წლის ჩემპიონი ალექსანდრ ზვერევი დაამარცხა - 6:1; 1:6; 6:3.

ესპანელმა ვარსკვლავმა კარიერაში 78-ე ტიტული მოიპოვა და ღია ერაში მხოლოდ ჯიმი კონორსს, როჯერ ფედერერსა და ივან ლენდლს ჩამორჩება.

„შესანიშნავი კვირა გამოვიდა. მას შემდეგ, რაც მადრიდში 1/4 ფინალური მატჩი წავაგე, ამ ტიტულის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩემთვის ეს ყველაფერი ემოციური და დაუვიწყარია.

ბრწყინვალეა, რომ რომის ტურნირი მერვედ მოვიგე. ეს რთული იყო, თუმცა იმის შეგრძნება, რომ აქ გამარჯვების შანსი ისევ მექნება, შესანიშნავია“. - თქვა რაფამ.

ნადალმა მსოფლიო რეიტინგის პირველი პოზიცია 1 კვირის შემდეგ დაიბრუნა, რომელიც 1 კვირიანი ლიდერობის შემდეგ, როჯერ ფედერერმა დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები