Aa
Aa

აღლუმი, რომელიც კინაღამ ტრაგედიად იქცა

"ცრვენა ზვეზდამ" სერბეთის ჩემპიონატი მოიგო და გულშემატკივრებთან ერთად საკუთარ წარმატებას აღნიშნავდა, როდესაც კინაღამ უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. გუნდი ბელგრადის ქუჩებში აღლუმს ღია ავტობუსით მართავდა, როდესაც მას ცეცხლი წაეკიდა. საბედნიეროდ ფეხბურთელებმა ხიფათს თავი დროულად დააღწიეს და ინციდენტმა ტრავმების გარეშე ჩაიარა.

ადგილობრივი პრესის ინფორმაციით ცეცხლი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ავტობუსიდან გამოჟონილ ზეთს შემთხვევით პეტარდები შეეხო.

"ცრვენა ზვეზდა" "ვოზდოვაცის" 5-1 განადგურების შემდეგ საკუთარი სტადიონიდან ქალაქის ჩრდილოეთით გადაადგილდებოდა და ქომაგების ამალა გუნდს პეტარდებით, დროშებით და შეძახილებით აცილებდა.

ცეცხლის გაჩენის შემდეგ ფეხბურთელებმა ზეიმის გაგრძელება სცადეს , თუმცა მალე საჭირო საგანგებო სამსახურის გამოძახება და ავტობუსის დატოვება გახდა.

კლუბის ოფიციალურმა ტვიტერმა პოსტი გამოაქვეყნა სადაც განაცხადა:“ზეიმი გეგმის მიხედვით  არ წასულა, რადგან ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები