ბრაზილიელის ჰეთ-თრიქი ტურის ცენტრალურ მატჩში - ''დილამ'' ''საბურთალო'' გაანადგურა
Aa
Aa

ბრაზილიელის ჰეთ-თრიქი ტურის ცენტრალურ მატჩში - ''დილამ'' ''საბურთალო'' გაანადგურა

ეროვნული ლიგის ცენტრალურ მატჩში ''გორის ''დილამ'' ''თენგირ ბურჯანაძეზე'' 4:1 გაანადგურა ლიდერი ''საბურთალო,'' რომელიც მარცხის მიუხედავად კვლავ პირველ ადგილს იკავებს.

ბრწყინვალე ლეანდრო რიბეირო

გორში პირველი ტაიმი დარასელიას გუნდმა 1:0 მოიგო. 33-ე წუთზე ლეანდრო რიბეიროს პასს კოვტალიუკის გოლი მოყვა. უკრაინელმა ახლო მანძილიდან მიმდინარე სეზონში მე-5 გოლი შეაგდო. 51-ე წუთზე რიბეირომ პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში 2:0 გახდა. არბიტრმა პენალტის დანიშვნისას რეხვიაშვილი დააჯარიმა, რომელმაც საკუთარ საჯარიმოში ნონიკაშვილთან ორთაბრძოლისას თამაშის წესი დაარღვია.

78-ე წუთზე გორის ''დილამ'' ბრწყინვალე კონტრშეტევა განავითარა. ლემფტის, კოვტალიუკისა და ლეანდროს კომბინაცია ბრაზილიელის დუბლით დასრულდა.

87-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ნოდარ იაშვილის შესრულებული გადაცემა ''დილას'' საჯარიმოში მყოფმა გოშთელიანმა მიიღო, რომელმაც ახლო მანძილიდან სხვაობა შეამცირა.

მესამე დამატებულ წუთზე ლემპტის პასის შემდეგ რიბეირომ  საჯარიმოს გარედან მეკარისაგან შორეულ კუთხეში დაარტყა და ჰეთ-თრიქი შეასრულა.

აუტსაიდერმა ჩემპიონი დაამარცხა

თბილისის ''ლოკომოტივმა'' მიმდინარე სეზონში მესამე გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა შინ 1:0 დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის ''ტორპედო.'' ერთადერთი გოლი 72-ე წუთზე გიორგი გაბაძის ჩაწოდების შემდეგ ლუკა კიკაბიძემ გაიტანა. ''ბასტიას'' ყოფილმა ნახევარმცველმა თავური დარტყმით გაუტანა როინ კვასხვაძეს. ქუთაისური გუნდის მცველები აშკარად შეცდნენ, რადგან კიკაბიძე უმეთვალყურეოდ დატოვეს.

 

გორის დილა – საბურთალო 4:1 (1:0)

20 მაისი, “თენგიზ ბურჯანაძე“

 დილა: ბეგაშვილი, ჩადუნელი, კერელეიშვილი, კვახაძე, კორიფაძე, რაზმაძე (აშორტია 87), ნოდარ ქავთარაძე (ლემპტი 73), რაჟამაშვილი (ფორტესი 63),  ნონიკაშვილი, ლეანდრო, კოვტალიუკი

 მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია

 საბურთალო: ლაზარე კუპატაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ტერა (ტატანაშვილი 61), ნადარაია (ლაკვეხელიანი 53), გვარაძე (გოშთელიანი 66), გორგიაშვილი, დიასამიძე, ვაგნერი, კოხრეიძე

 მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

 გოლები: 1:0 კოვტალიუკი (33), 2:0 ლეანდრო (51 პენ),  3:0 ლეანდრო (77), 3:1 გოშთელიანი (87), 4:1 ლეანდრო (90+3)

 გაფრთხილება: ნადარაია (40), ნონიკაშვილი (57), ქავთარაძე (57), კორიფაძე (90+2)

 მთავარი მსაჯი: ი.კვირიკაშვილი

 

 

თბილისის ლოკომოტივი – ქუთაისის ტორპედო 1:0 (0:0)

20 მაისიმიხეილ მესხი 2''

თბილისის ლოკომოტივი: ლუკა შეროზია, ძებნიაური, ნიკა ჭანტურია, დავით ჯიქია (ოზბეთელაშვილი 90+3), უბილავა (კ), ოთარ კობახიძე (ღონღაძე 89), ლობჟანიძე, გაბაძე, შონია, კიკაბიძე (გვალია 79), გავაშელიშვილი

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

ქუთაისის ტორპედო:კვასხვაძე, ქიმაძე, ტაბატაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, ჭიჭინაძე, მამასახლისი (კუჭუხიძე 76), კუხიანიძე (გიგაური 45+1), გურული, კუტალია, კაპანაძე, ლიპარტია (სარდალიშვილი 68)

მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გოლი: კიკაბიძე (72)

გაფრთხილებები: მამასახლისი (37), გაბაძე (68), გავაშელიშვილი (82)

მთავარი მსაჯი: ჯ. ხორავა

 

რუსთავი - საჩხერის ჩიხურა 0:4 (0:2)

20 მაისი, თბილისი, “მიხეილ მესხი“

 რუსთავი: რევიშვილი, გეგეჭკორი, პაპავა, მამუკა კობახიძე, ცხოვრებოვი, ცინცაძე (კვირკველია 41), ხადარცევი (კვირკვია 69), ფონიავა, გაბულოვი, მიქელთაძე, ბექა ქავთარაძე (მაქაცარია 63)

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ გაზაევი

 ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მირცხულავა, კაკუბავა, მაისაშვიოლი, მეგრელიშვილი, მარკოზაშვილი, ჩიკვაიძე (დობროვოლსკი 73), გაბედავა (ცხადაძე 80), ბუღრიძე (ლექვთაძე 66), ბუხაიძე

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

 გოლები: 0:1 ბუღრიძე (34), 0:2 გაბედავა (40), 0:3 გაბედავა (66), 0:4 ბუხაიძე (79)

 გაფრთხილება: პაპავა (19), ჩიტეიშვილი (69)

გაძევება: კობახიძე (39), მარცვალაძე (45+2)

მთავარი მსაჯი: ბ.ნინუა

ფოტო: eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები