თოხაძემ რუსი 10:0 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა
Aa
Aa

თოხაძემ რუსი 10:0 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველმა ფალავანმა გიორგი თოხაძემ, რომელიც 51 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის, ოქროს მედალი მოიპოვა. მან ფინალში დამაჯერებლად 10-0 გაანადგურა რუსი არტიომ მოროზოვი. 

რაც შეეხება თოხაძის ფინალამდე განვლილ გზას, მან ჯერ ლიტველი ადომა გრიგალიუნასი დაამარცხა, შემდეგ ფრანგ იაზიდ გარბის სძლია 6-0. მეოთხედფინალში თოხაძემ მილოს კუზნიას აჯობა, ხოლო ნახევარფინალში სომეხი რობერტ კარაპეტიანის ბარიერი დაძლია - 7:4.

ფინალური დაპირისპირება - ქართველის გამარჯვება რუსთან

 

რაც შეეხება გიორგი ჩხიკვაძეს, რომელიც 60 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის, ფინალურ შეხვედრაში სომეხ საჰაკ ჰოვანისიანთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ჩხიკვაძემ ფინალისკენ მიმავალ გზაზე ოთხ მეტოქეს მოუგო: ლიტველ ვილიუს სავიცკასს 3-1, ხორვატ ლუკა ფრისტალს (10-2), უნგრელ ატილა ტოესმაგს (7-3) და პოლონელ კრისტოფ სტეფანის (9:0).

ცხელი ამბები