Aa
Aa

ბრწყინვალე პაპუნაშვილი - ქართველის ჰეთ-თრიქი და საგოლე გადაცემა

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-40 ტურში ''სარაგოსამ'' 4:1 დაამარცხა ''ალბასეტე.'' გამარჯვებულთა ქართველმა შემტევმა გიორგი პაპუნაშვილმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა მე-11, 28-ე და 56-ე წუთებზე გაიტანა გოლები, ხოლო 42-ე წუთზე საგოლე პასი შეასრულა.

22-გუნდიან ჩემპიონატში ''სარაგოსა'' 65 ქულით მე-4 ადგილზეა. ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტური რჩება. თუ ''სარაგოსა'' საუკეთესო ექვსეულში მოხვდება, ფლეი-ოფის გზით ეცდება ელიტაში აღზევებას.

''სარაგოსა'' შემდეგ ტურში უშუალო კონკურენტ ''ვალიადოლიდს'' შეხვდება. ''ვალიადოლიდი'' მეხუთე ადგილზეა და მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება ''სარაგოსას.''

22 წლის ქართველი ფეხბურთელი 2017 წლის ზაფხულში გახდა ''სარაგოსას'' მოთამაშე. ესპანურ ლიგაში სადებიუტო სეზონში 25 მატჩში 7 გოლი გაიტანა. გარდა ამისა 1 გოლი სამეფო თასზე ''ლორკას'' შეუგდო. პაპუნაშვილმა ესპანეთში პირველი ჰეთ-თრიქი ''ალბასეტეს'' შეუსრულა, დანარჩენ 4 მატჩში კი თითო-თითო გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები