სქოულზი სანჩესზე:
Aa
Aa

სქოულზი სანჩესზე: "ამაზე უარესად თამაში უბრალოდ შეუძლებელია"

FA Cup-ის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ჩელსისთან" დამარცხდა და სეზონი პრინციპულ მეტოქესთან წაგებით დაასრულა.

ჟოზე მოურინიოს შეგირდები მთელი მატჩის განმავლობაში უღიმღამოდ გამოიყურებოდნენ და ეს განსაკუთრებით ალექსის სანჩესზე ითქმის.

"წითლი ეშმაკების" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა, მატჩის შემდეგ სანჩესი დაუნდობლად გააკრიტიკა.

ზამთარში განხორციელებული ტრანსფერის შემდეგ "მანკუნიანელთა" რიგებში სანჩესის ანგარიშზე 18 შეხვედრაში მხოლოდ 3 გოლია. სქოულზი BT Sport-ს ესუბრა და ნერვები ვერ მოთოკა.

"მისი შედეგები აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. თუ, პირდაპირ გაინტერესებთ გეტყვით, რომ ამაზე უარესი უბრალოდ წარმოუდგენელია.

ახალი სეზონის საწყისი ტურები, რამდენიმე მატჩი სანჩესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება. ქომაგებმა მისი ისევ უნდა ირწმუნონ, მათ დიდი მოთამაშე სჭირდებათ.

პოგბა თამაშებს მარტო ვერ მოიგებს. ედენ აზარს ეს ნამდვილად შეუძლია.

იანვარში რისთვისაც ვიბრძოდით და რატომაც შევიძინეთ სანჩესი, ამ ყველაფერს ახლა ვეღარ ვხედავთ.

"იუნაიტედს" ორი ჯადოქარი ფეხბურთელი სჭირდება. გუნდში რა თქმა უნდა, არიან კარგი მოთამაშეები, მაგრამ "მანჩესტერს" არ ჰყავს რონალდუ, მესი, ან აზარი.

დიახ ვიცი, რომ ასეთი დონის მოთამაშეები ბევრ სხვა გუნდსაც არ ჰყავს, მაგრამ დიდ მატჩებში ეს სხვაობა აშკარად ჩანს. აზარი მნიშვნელოვან თამაშებში თავის შესაძლებლობებს ამტკიცებს.

"მანჩესტერს" ასეთი მოთამაშე არ ჰყავს..."

იმ ფეხბურთელის კვალობაზე, რომელიც კვირაში 400 000 ფუნტს იღებს, სანჩესი ნამდვილად ცუდად გამოიყურება და ახალი სეზონიდან მას იმედების გამართლება მოუწევს.

ჩილელი შემტევი მოურინიოს სტილს უნდა შეეჩვიოს. ადვილი ნამდვილად არ არის, როდესაც წლების მანძილზე არსენ ვენგერის გუნდის ლიდერი ხარ და შემდეგ მოურინიოს ხელში აღმოჩნდები.

ვნახოთ, თუ როგორ ადაპტირდება სანჩესი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები