არაბულის ბრწყინვალე დარტყმა - მე-10 გოლი მიმდინარე სეზონში
Aa
Aa

არაბულის ბრწყინვალე დარტყმა - მე-10 გოლი მიმდინარე სეზონში

უნგრეთის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის 31-ე ტურში ''ბალმაზუივაროშმა'' საკუთარ კედლებში 4:0 დაამარცხა ''დებრეცენი.'' გამარჯვებულთა შემადგენლობაში ირაკლი მაისურაძემ და ბაჩანა არაბულმა 90 წუთი ითამაშეს.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგეს. 47-ე წუთზე ბაჩანა არაბულის გადაცემის შემდეგ მისმა თანაგუნდელმა ანგარიში ორამდე გაზარდა. 89-ე წუთზე ფლანგური ჩაწოდების შემდეგ არაბულმა ერთი შეხებით მარცხენა ფეხით შესანიშნავი გოლი გაიტანა.

მეორე გოლის შექმნაში ქართველმა ფორვარდმა მიიღო მონაწილეობა

 

ბაჩანა არაბულის მე-10 გოლი

 

24 წლის არაბულმა მიმდინარე სეზონში უნგრეთის ჩემპიონატსა და თასზე ჩატარებულ 31 მატჩში 10 გოლი გაიტანა (8 - უნგრეთის ჩემპიონატი, 2 - უნგრეთის თასი).

31 ტურის შემდეგ 12-გუნდიან ჩემპიონატში ''ბალმაზუივაროში'' 32 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება და მე-10 ადგილოსანს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. გათამაშების დასრულებამდე 2 ტური რჩება. ''ბალმაზუივაროში'' შემდეგ მატჩს სტუმრად ''პაკშის'' წინააღმდეგ გამართავს, რომელიც მე-6 ადგილზეა და სამეულში მოხვედრის თეორიულ შანსს ინარჩუნებს. დასკვნით ტურში ''ბალმაზუივაროშის'' მეტოქე ჩემპიონობისთვის მებრძოლი ''ფერენცვაროში'' იქნება.

შეგახსენებთ, ''ბალმაზუივაროშის'' შემადგენლობაში მაისურაძისა და არაბულის გარდა ლაშა შინდაგორიძე ირიცხება, რომელიც ტრავმის გამო ვერ ეხმარება გუნდს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები