დიეგო სიმეონემ გრიზმანის შემცვლელს მიაგნო
Aa
Aa

დიეგო სიმეონემ გრიზმანის შემცვლელს მიაგნო

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღეში ოფიციალურად დადასტურდება, რომ ანტუან გრიზმანი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს.

მადრიდის "ატლეტიკო" თადარიგს იჭერს და ფრანგი ფეხბურთელის შემცვლელს უკვე ეძებს.

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Mirror-ი ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ დიეგო სიმეონეს გრიზმანის ნაცვლად "ლესტერის" ფორვარდის ჯეიმი ვარდის შეძენა სურს.

სიმეონე ვარდის თამაშით ჩემპიონთა ლიგაზე "ლესტერთან" დაპირისპირებისას მოიხიბლა.

"ატლეტიკოს" სურს, რომ დიეგო კოშტას მეწყვილე რაც შეიძლება მალე მოძებნოს. გრიზმანისა და ტორესის წასვლის შემდეგ გუნდში ფორვარდი მხოლოდ კოშტა რჩება.

თავის მხრივ, "მელიებს" ვარდის დათმობა არ სურთ და მასთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავენ, თუმცა ყველაფერი მაინც ფეხბურთელზე იქნება დამოკიდებული, თუ ის წასვლას გადაწყვეტს "ლესტერი" მას ვერ შეაჩერებს.

ვარდი უკვე 31 წლის გახლავთ და შეიძლება ითქვას, რომ მას გუნდის შეცვლა უკვე დააგვიანდა კიდეც.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს "ლესტერმა" "ფლიტვუდს" ვარდის სანაცვლოდ 1 მილიონი ფუნტი გადაუხადა.

ამ მიზერულ თანხად შეძენილმა ვარდიმ გუნდს რა შედეგებიც მოუტანა, ეს ყველამ კარგად იცის. 2015-2016 წლების სეზონში "ლესტერმა" ისტორია დაწერა და პრემიერლიგა მოიგო.

"მელიების" რიგებში ჯეიმი ვარდის ანგარიშზე 234 შეხვედრაში 89 გოლი და 41 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები