ნანატრი ჯახი მოსალოდნელი დასასრულით...
Aa
Aa

ნანატრი ჯახი მოსალოდნელი დასასრულით...

რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი ერთმანეთს 1 წლიანი პაუზის შემდეგ დაუპირისპირდნენ. მათი გზები რომის მასტერსის 1/2 ფინალურ სტადიაზე გადაიკვეთა.

თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა მაინც მოსალოდნელი შედეგით დასრულდა და ნადალი ფინალში 7:6; 6:3 გამარჯვებით გავიდა.

ესპანელი პირველ სეტში 5:3-ს იგებდა და სეტზე აწვდიდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და საქმე ტაიბრეიკამდე მიიყვანა, მეორე პარტიაში კი შედარებით დამაჯერებლად ათამაშდა და სეტის სტარტზე შესრულებული ერთადერთი ბრეიკით იმარჯვა.

"რთული ბრძოლა იყო და ვფიქრობ, მაღალი დონის ჩოგბურთი ვიხილეთ. ტაქტიკების ვარირება და ორივე ჩოგბურთელისგან კარგი დარტყმების კომბინაცია. ეს მოგება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბედნიერი ვარ". - განაცხადა ნადალმა.

შეხვედრა საათსა და 58 წუთს გაგრძელდა. ნადალმა 1 ეისი ჩააწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე ქულების 64%, ხოლო მეორეზე 69% მოიგო. რაც შეეხება ჯოკოვიჩს, მის ანგარიშზე 4 ეისი გახლდათ, ორმაგი შეცდომა არ დაუშია, პირველ მოწოდებაზე ქულების 60% და მეორეზე 61% მოიგო.

ნადალი ფინალურ მატჩში ალესანდრ ზვერევს დაუპირისპირდება, რომელმაც მარინ ჩილიჩს უმძიმესი ორსეტიანი შეხვედრა 7:6; 7:5-ზე დაუხურა.

ზვერევი შესანიშნავ ფორმაშია და ზედიზედ 2 ტურნირი (მიუნხენისა და მადრიდის) აქვს მოგებული. ახალგაზრდა გერმანელმა ზედიზედ მე-13 მატჩი მოიგო, ამ თამაშების ჯამში კი მხოლოდ 1 სეტი აქვს წაგებული.

რომის მასტერსის გასული წლის ჩემპიონისა და ნადალის ფინალი დღეს, თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები