უკრაინელის ბრწყინვალე გოლი  - საუკეთესო ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

უკრაინელის ბრწყინვალე გოლი - საუკეთესო ოთარ კიტეიშვილი

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-11 ტურში ''სამტრედია'' ლანჩხუთში 1:2 დამარცხდა თბილისის ''დინამოსთან.'' ანგარიში ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა გახსნა, რომელმაც ბუდუ ზივზივაძის დარტყმის შემდეგ დასწრებაზე ზუსტად ითამაშა. ზივზივაძე ვიდრე კარისკენ დაარტყამდა მეტოქის მცველ ბაჩიაშვილს ბურთი აართვა, იმერული გუნდის ფეხბურთელი აშკარად შეცდა, რადგან ბურთი საკუთარ საჯარიმოსთან დაკარგა.

68-ე წუთიდან ''სამტრედიამ'' რიცხვობრივ უმცირესობაში ითამაშა. არბიტრმა ნომინალურ მასპინძელთა ცენტრალურ მცველ გივი ქარქუზაშვილს წითელი ბარათი უჩვენა.

უკრაინელის სადებიუტო გოლი

70-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილის გადაცემის შემდეგ ცვლილებაზე გამოსულმა დმიტრო ივანისენიამ ბრწყინვალე დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა, ბურთი მარცხენა მაღალ კუთხეში წავიდა და მაყურებელმა ძალიან ლამაზი გოლი იხილა. 24 წლის უკრაინელი ნახევარმცველი თბილისურ გუნდში სადებიუტო სეზონს ატარებს. მან 12 ჩატარებულ შეხვედრაში პირველი გოლი ''სამტრედიას'' შეუგდო.

მეორე დამატებულ წუთზე ''სამტრედიამ'' ანგარიში შეამცირა. გის შესრულებული სტანდარტი ბულისკერიმა მოიგერია, თუმცა დასწრებაზე 19 წლის აკაკი ნინუამ ყველას აჯობა და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

საუკეთესო ოთარ კიტეიშვილი

''დინამოს'' 22 წლის კაპიტანმა მიმდინარე სეზონში ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა. 12 შეხვედრიდან მის ანგარიშზე 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ლიდერი ბომბარდირთა დავას ლიდერობს და საგოლე პასების რაოდენობითაც ეროვნულ ლიგაში საუკეთესოა. 

კიტეიშვილი ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზით

სამტრედია“ – “დინამო“ (თბილისი) 1:2(0:1)

19 მაისი, ლანჩხუთი, “ევგრაფი შევარდნაძე

სამტრედია: მიგინეიშვილი, ჩაჩუა, ბაჩიაშვილი (აკაკი ნინუა 46), ქარქუზაშვილი, დაუშვილი (კ), ხაბეიშვილი, მესიაჩენკო, გი, ახალაძე, კირკიტაძე, ერისთავი.

მთავარი მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია

თბილისის დინამო : ბულისკერია, რუხაია, ლოჩოშვილი, თოთაძე, კობოური, შულაია,  კიტეიშვილი (კ), ნიკა ნინუა, ხარაბაძე (ივანიშვილია 71), ივანისენია, ზივზივაძე (ერგემლიძე 88).

მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა

გოლები: 0:1 კიტეიშვილი (40), ივანისენია (70), 1:2 აკაკი ნინუა ( 90+2)

გაფრთხილებები: ხარაბაძე (45), ქარქუზაშვილი (52), ქარქუზაშვილი (68), შულაია (75), ლოჩოშვილი (83), თოთაძე (88)

გაძევება: ქარქუზაშვილი (68)

მთავარი მსაჯი: პ.მაჭარაძე

 

ფოთის კოლხეთი –ბოლნისის სიონი 2:0 (1:0)

19 მაისი, ზესტაფონი, “დავით აბაშიძე“

კოლხეთი: პოლტავცევი, გიორგი კილასონია, მახარაძე, ჭეიშვილი, დანილოვი, ჯიმშელეიშვილი, არზიანი (ტყემალაძე 55), პონომარიოვი, კახელიშვილი (კვასოვი 61), მიხაილოვი, იმნაძე

მთავარი მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი

სიონი: მუჯრიშვილი, მინდორაშვილი, გურეშიძე, ლუკა ნოზაძე (უგულავა 83), გაფრინდაშვილი (ლეჟავა 74), ქიქავა, ხმალაძე, გიორბელიძე, მანაგაძე (სიხარულია 63), მიქაბერიძე, დვალი

მთავარი მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

 გოლები: 1:0 კახელიშვილი (5), 2:0 იმნაძე (90+5)

 გაფრთხილებები: ჯიმშელეიშვილი (32), პონომარიოვი (51), სიხარულია (51)

 მთავარი მსაჯი: დ.ხარიტონაშვილი

 

ფოტო: eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები