ზიდანი
Aa
Aa

ზიდანი "ლივერპულთან" ფინალის წინ: "დამე**რა! ბოდიში, მაგრამ უკეთეს სიტყვებს ვერ ვპოულობ"

მადრიდის "რეალის" თავკაცი ზინედინ ზიდანი ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ პანიკაშია.

Mirror-ის ინფორმაციით, ფრანგი სპეციალისტის თქმით, მას შემადგენლობაში 24 ჯანმრთელი და ძალიან მაღალი დონის მოთამაშე ჰყავს, რომლებსაც კიევში მოედანზე ყოფნა სურთ.

ზიზუმ არ იცის, თუ ვისზე გააკეთოს არჩევანი და ეს ვითარება მას ჭკუიდან შლის.

ბოლო დღეებში "რეალს" ტრავმირებული რონალდუ და კარვახალიც დაუბრუნდნენ და ისინი სათამაშოდ 100%-ით მზად არიან.

"მე 24 მოთამაშე მყავს და მე "დამე**რა! ბოდიში, მაგრამ უკეთეს სიტყვებს ვერ ვპოულობ, რადგან ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ უნდა გავაკეთო არჩევანი და გადავწყვიტო, თუ ვინ დარჩება მადრიდში. ეს, ჩემთვის ძალიან რთული მომენტია".

"რეალი" ისტორიული შედეგის მისაღწევად ემზადება. როგორც მოგეხსენებათ, 1974, 1975, 1976 წლებში მიუნხენის "ბაიერნმა" ჩემპიონთა თასი ზედიზედ სამჯერ მოიგო და მას შემდეგ ასეთი რამ არავის გაუკეთებია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფორმატი (1992 წლიდან) გაცილებით რთული და სრულყოფილია და რა თქმა უნდა, მადრიდელთა შედეგი უფრო დასაფასებელი და მნიშვნელოვანი იქნება.

ამის შესახებ ზიდანმა შემდეგი განაცხადა: "ეს ძალიან დიდი რამ გახლავთ და ძალიან ბევრს ნიშნავს. იმ სამუშაომ, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ აქამდე მოგვიყვანა და როგორც ვგეგმავდით ფინალისთვის ყველა მოთამაშე მწყობრშია".

შეგახსენებთ, რომ "რეალი" და "ლივერპული ერთმანეთს კიევში 26 მაისს დაუპირისპირდებიან.

"მერსისაიდელებს" მადრიდელთაგან განსხვავებით პრობლემები აქვთ. კლოპის გუნდს ალექს ოქსლეიდ ჩემბერლენი ვერ დაეხმარება. ასევე საეჭვოა ემრე ჯანის, ადამ ლალანასა და ჯეიმს მილერის თამაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები