ჩაკვეტაძე ''ბრიუგესთან'' სათამაშოდ ემზადება
Aa
Aa

ჩაკვეტაძე ''ბრიუგესთან'' სათამაშოდ ემზადება

ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატში ''გენკთან'' მიღებული ტრავმის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძემ სავარჯიშო პროცესი განაახლა. crystalsport-ის ცნობით 18 წლის ქართველმა ტალანტმა ტრავმის შემდეგ ''გენტის'' პირველ გუნდში მეოთხე ვარჯიში ჩაატარა. ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატის დასკვნით ტურში ''გენტი'' ''ბრიუგეს'' ესტუმრება. ჩაკვეტაძე ''გენტის'' სამატჩო განაცხადში მოხვდება და შესაძლოა ცვლილებაზე ჩაერთოს თამაშში. ''ბრიუგესა'' და ''გენტის'' შეხვედრა 20 მაისს გაიმართება.

შეგახსენებთ,  მატჩი ''გენკსა'' და ''გენტს'' შორის ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში მე-15 წუთზე ''გენტმა'' გახსნა. 18 წლის ქართველმა ტალანტმა გიორგი ჩაკვეტაძემ ართმევაზე კარგად ითამაშა და საგოლე გადაცემა კუბოს მისამართით შეასრულა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეხვედრის 31-ე წუთზე  ტრავმა მიიღო და გასულ ტურში ''ანდერლეხტთან'' არ უთამაშია.

ჩაკვეტაძის სადებიუტო სეზონი ბელგიაში

თბილისის ''დინამოს'' აღზრდილმა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მაისურით ბოლო მატჩი 17 წლის ასაკში ბათუმის ''დინამოსთან'' 2017 წლის 26 აგვისტოს ჩაატარა. 2017-18 წლების სეზონის დასაწყისში თბილისის ''დინამოდან'' ბელგიურ ''გენტში'' გადავიდა. ქართველი ტალანტის დებიუტი ''გენტის'' შემადგენლობაში პირველ ოქტომბერს ''ბრიუგესთან'' შედგა. მთავარმა მწვრთნელმა ნახევარმცველი 82-ე წუთზე ჩართო თამაშში. საერთო ჯამში მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ''გენტის'' რიგებში 18 მატჩში 1 გოლი შეაგდო. სადებიუტო გოლი 2018 წლის 21 იანვარს ''ლოკერენს'' გაუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები