ქვილითაიას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა - მოტეხილობა და სამთვიანი პაუზა
Aa
Aa

ქვილითაიას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა - მოტეხილობა და სამთვიანი პაუზა

საფეხბურთო კლუბ ვენის ''რაპიდის'' ქართველმა ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ ''ალტახთან'' შეხვედრამდე გუნდის ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. ''რაპიდის'' ოფიციალური ვებგვერდის ცნობით შაბათს ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით 24 წლის ფებურთელს მარჯვენა ფეხის კოჭი მოტეხილობის გამო მინიმუმ 2 თვე გაუცდება, თუმცა როგორც ავსტრიული მედია იუწყება, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი მინდორს დაახლოებით სამ თვეში დაუბრუნდება.

გიორგიმ ტრავმა პარასკევის ვარჯიშზე მიიღო. თბილისის ''დინამოს'' ყოფილი თავდამსხმელი ივნისში დაგეგმილ საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებას გამოტოვებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონის ბუნდესლიგაში 29 მატჩში 10 გოლი შეაგდო. თბილისის ''დინამოს'' ყოფილმა ფორვარდმა ''რაპიდის'' მაისურით ჩატარებულ უკანასკნელ 8 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა. 2016 წლიდან ''რაპიდის'' ფეხბურთელია. ავსტრიული გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 67 მატჩში 22 გოლი შეაგდო (17 - ბუნდესლიგა, 4 - ავსტრიის თასი, 1 - ევროპა ლიგა).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები