დაძაბულობა დარბაზში და ჩხუბი ქომაგებს შორის - საკალათბურთო მატჩი 3 საათი გაგრძელდა
Aa
Aa

დაძაბულობა დარბაზში და ჩხუბი ქომაგებს შორის - საკალათბურთო მატჩი 3 საათი გაგრძელდა

საკალათბურთო კლუბების ''ქუთაისისა'' და ''რუსთავის'' ნახევარფინალური სერიის მეოთხე დაპირისპირება რუსთავში გაიმართა. ქუთაისურმა გუნდმა 73:64 გაიმარჯვა და ნახევარფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 2:2. ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტი შეხვედრა ქუთაისში 20 მაისს გაიმართება.  შეხვედრა 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. ფინალში ''დინამო''  ''ქუთაისსა'' და ''რუსთავს'' შორის გამარჯვებულს შეხვდება.

საკალათბურთო დაპირისპირებას დაძაბულობა ახლდა, რის გამოც 19:00 საათზე დაწყებული შეხვედრა 22:00 საათზე დასრულდა. ცხადია მატჩი 3 საათი ვერ გაგრძელდებოდა.

''ერთ-ერთ ეპიზოდში, როცა “ქუთაისი” 15 ქულით იგებდა და პირველი ნახევრის დასრულებამდე სამიოდ წუთი რჩებოდა, იმერული კლუბის მწვრთნელი, კოტე ტუღუში არბიტრმა დავით ბერეკაშვილმა პროტესტის გამო ტექნიკურით დააჯარიმა. დარბაზის დაცვის თანამშრომელმა ჩათვალა, რომ მსაჯსა და მწვრთნელს შორის კონფლიქტი იწყებოდა და ვითარების განსამუხტად ტუღუშთან მიიჭრა და შეიქმნა კონფლიქტური სიტუაცია.

აქ კი ვითარება უმართავი გახდა – ტრიბუნებიდან პოლიეთილენის ბოთლებისა და სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს, მაყურებელთა ეგზალტირებული ნაწილი კი მოედანზე გადმოვიდა. მსაჯებმა თამაში შეწყვიტეს და მატჩიც ჩაიშლებოდა, რომ არა ორგანიზატორებისა და რუსთავის მერის გონივრული გადაწყვეტილება. შეხვედრა რომ გაგრძელდა, უმეტესწილად რუსთაველთა მერის – ირაკლი ტაბაღუას დამსახურებაა, რომელიც მატჩს ესწრებოდა და ვითარების დაძაბვისთანავე მის განსამუხტად ყველაფერი იღონა'' - აღნიშნულია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.

სოციალურ ქსელში გვერდი Ultras From Georgia ''ქუთაისისა'' და ''რუსთავის'' ქომაგებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების  კადრებს ავრცელებს.


 

ტელეკომპანია ''ქვემო ქართლმა'' მატჩის შემდეგ გუნდების წარმომადგენლებისა და ქომაგების კომენტარები გაავრცელა

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები