7:0-ზე! მეტოქის გამოუცხადებლობის გამო ტოჩინოშინს ტექნიკური მოგება ჩაეთვალა
Aa
Aa

7:0-ზე! მეტოქის გამოუცხადებლობის გამო ტოჩინოშინს ტექნიკური მოგება ჩაეთვალა

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე მაისის "ნაცუ ბაშოზე" წარმატებულ გამოსვლას განაგრძობს.

ტურნირის მე-7 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე კომუსუბი ენდო იყო, რომელიც გუშინ მიღბული ხელის ტრავმის გამო არ გამოცხადდა ლევანს ტექნიკური მოგება ჩაეთვალა.

დღევანდელი დღის შემდეგ ტოჩინოშინის მოგება-წაგებათა ბალანსი 7-0 გახდა.

აქვე გეტყვით, რომ დღევანდელ ორთაბრძოლამდე ენდოს, რომელიც "ნაცუ ბაშოდან" ავტომატურად მოიხსნა, ბალანსი 3-3-ზე ჰქონდა. 

როგორც მოგეხსენებათ, ლევანმა 27 წლის ენდოს წინა ბაშოზე ულამაზესი ილეთით სძლია.

შეგახსენებთ, რომ ქართველი სუმოისტი "ნაცუ ბაშოს" ერთპიროვნული ლიდერი გახლავთ.

ტოჩინოშინის ხვალინდელი მეტოქე სეკივაკე იჩინოჯო იქნება, რომელიც 25 წლის გახლავთ. მისი წონა 225 კილოგრამია, ხოლო სიმაღლე 193 სანტიმეტრი.

როგორც ხედავთ, ლევანის მეტოქე ნამდვილი გოლიათი იქნება. მიმდინარე ბაშოზე იჩინოჯოს მოგება-წაგებათა ბალანსი 4-3-ზე აქვს.

პ.ს. ტურნირის მეშვიდე დღეს თავიანთი ბრძოლები ჰაკუჰომ და კაკურიუმაც მოიგეს და ამ მომენტისთვის მათი ბალანსი 6-1-ზეა.

ცხელი ამბები