Aa
Aa

ქართველმა რუსი დაამარცხა - 2 ქართველი ოქროსთვის იჭიდავებს !

ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა შორის სკოპიეში მიმდინარეობს ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატი. ტურნირის პირველი დღე მაღალ დონეზე გიორგი ცოფურაშვილმა და დიმიტრი ხაჩიძემ ჩაატარეს და ფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვეს.

ცოფურაშვილი, რომელიც 80 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის, პირველ ეტაპზე ანდრეი ბარბულს შეხვდა. ქართველმა რუმინელი 11:2 დაამარცხა. ბარბულთან წარმატებულ გამოსვლას სლოვაკი არონ ჩოერგოს წმინდა დამარცხება მოყვა. ცოფურაშვილისთვის ყველაზე რთული შეხვედრა ნახევარფინალში შედგა, როცა ქართველმა რუსი აუეს გონიბოვი 5:4 დაამარცხა. ფინალში ცოფურაშვილის მეტოქე ბერძენი დიმიტრიოს ცუმპანუდისი იქნება. ფინალური ორთაბრძოლები 19 მაისს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება დიმიტრი ხაჩიძეს, რომელიც 48 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს, მან პირველი ორთაბრძოლა უნგრელ გაბორ კოვაჩისთან 9:0 მოიგო. ანალოგიური ანგარიშით ხაჩიძემ პოლონელი ტომაშ სკრჟიპჩიკი გაანადგურა. ხაჩიძემ ნახევარფინალში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად სომეხ გარნიკ ჰოვანისიანს 12:3 აჯობა. გადამწყვეტ შერკინებაში ხაჩიძის მეტოქე რუსი ისლამ ალიევი იქნება. ფინალური ორთაბრძოლები 19 მაისს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ბრინჯაოს მედლისათვის მძიმეწონოსანი მათე გოქაძე (110 კგ.) ბულგარელ კამერ პავლოვს შეხვდება. მედლის მოპოვების შანსი ასევე აქვს ხვიჩა ანანიძეს, რომელიც 65 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის და დამამშვიდებელ წრეში გააგძელებს ბრინჯაოსთვის ბრძოლას.

ტურნირის მეორე დღეს, 19 მაისს კიდევ ხუთ ქართველს ვიხილათ ტატამზე: თორნიკე სოლომონიძე (45 კგ.), გიორგი თოხაძე (51 კგ.), გიორგი ჩხიკვაძე (60 კგ.), დათა ჩხაიძე (71 კგ.) და ცოტნე ცინცაძე (92 კგ.).

ცხელი ამბები