''მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა უდიდესი მოვლენაა''
Aa
Aa

''მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა უდიდესი მოვლენაა''

თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში, კონკრეტულად გუდაურსა და ბაკურიანში ჩატარდება. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ (FIS) აღნიშნული გადაწყვეტილება საბერძნეთში გამართულ კონგრესზე მიიღო. აღნიშნულ ფაქტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა.

''არ შემიძლია, არ მოგილოცოთ ის წარმატება, რომელიც გუშინ საღამოს საბერძნეთში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებით 2023 წელს საქართველო იქნება მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში. კონკრეტულად იყო ნათქვამი, რომ ბაკურიანი და გუდაური ხდება მსოფლიო მიმართულება. ეს გადაწყვეტილება არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებას, თანამედროვე ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას და არა მხოლოდ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ზამთრის მიმართულებებით გახდეს ცნობადი, არამედ ეს არის გადაწყეტილება, რომელსაც საქართველო გადაჰყავს უმაღლეს ლიგაში და ჩვენ ვჩნდებით ზამთრის სპორტის სახეობების, ზამთრის ტურიზმის მიმართულებების მსოფლიო რუკაზე. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას'' - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

აღნიშნულ თემაზე ასევე იხილეთ:

საქართველო თავისუფალი სტილით სათხილამურო და სნოუბორდის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს!

''საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების დიდი პერსპექტივაა''

ცხელი ამბები