არაბიძის გოლი და საგოლე გადაცემა - ჩემპიონობა უკრაინის ახალგაზრდულ ჩემპიონატში
Aa
Aa

არაბიძის გოლი და საგოლე გადაცემა - ჩემპიონობა უკრაინის ახალგაზრდულ ჩემპიონატში

უკრაინის 21 წლამდე ჩემპიონატის 2017-18 წლების სეზონის დასკვნით ტურში კიევის ''დინამოსა'' და დონეცკის ''შახტარის'' შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. 

მე-5 და 31-ე წუთებზე გატანილი გოლებით კიევის ''დინამო'' ამარცხებდა მეტოქეს, თუმცა პირველი ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე არაბიძემ პენალტი ზუსტად შეასრულა და სხვაობა შეამცირა . 66-ე წუთზე არაბიძის შესრულებულ კუთხურს მეორე გოლი მოჰყვა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. 20 წლის ქართველმა შემტევმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 78-ე წუთზე შეცვალეს.

უკრაინის ახალგაზრდული ჩემპიონატი ''შახტარმა''63 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა და 2 ქულით გაასწრო კიევის ''დინამოს.'' კიევური გუნდი გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონობას იზეიმებდა, თუმცა არაბიძისა და მისი თანაგუნდელების კარგმა თამაშმა ''დინამოს'' მიზნის მიღწევაში ხელი შეუშალა. ჩემპიონი ქართველის გუნდი გახდა.

არაბიძის გოლი და საგოლე გადაცემა

შეგახსენებთ, ''შახტარიდან'' მირჩა ლუჩესკუს წასვლის შემდეგ არაბიძეს ძირითად გუნდში თამაშის საშუალება არ ეძლევა, რის გამოც 20 წლის ქართველი ტალანტი ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობს. როგორც მატჩის შემდეგ არაბიძემ crystalsport-თან საუბარში აღნიშნა, ზაფხულში  უკრაინულ გუნდს დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები