დეშამის 23 რჩეული - საფრანგეთმა სამუნდიალო შემადგენლობა დაასახელა
Aa
Aa

დეშამის 23 რჩეული - საფრანგეთმა სამუნდიალო შემადგენლობა დაასახელა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა გამოაქვეყნა ფეხბურთელთა სია, რომლებიც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ითამაშებენ. 

საფრანგეთის 23-კაციანი შემადგენლობა


მეკარეები: უგო ლორისი (ტოტენჰემი, ინგლისი), ალფონს არეოლა (პსჟ, საფრანგეთი), სტივ მანდანდა (მარსელი, საფრანგეთი)

მცველები: ჯიბრილ სიდიბე (მონაკო, საფრანგეთი), ბენჟამენ პავარი (შტუტგარტი, გერმანია), ბენჟამენ მენდი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ლუკას ერნანდესი (მადრიდის ატლეტიკო, ესპანეთი), პრესნელ კიმპემბე (პსჟ, საფრანგეთი), სამუელ უმტიტი (ბარსელონა, ესპანეთი), რაფაელ ვარანი (მადრიდის რეალი, ესპანეთი), ადილ რამი (მარსელი, საფრანგეთი)

ნახევარმცველები: ნ’გოლო კანტე (ჩელსი, ინგლისი), პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), კორენტინ ტოლისო (მიუნხენის ბაიერნი, გერმანია), ბლეზ მატუიდი (იუვენტუსი, იტალია), სტივენ ნ’ზონზი (სევილია, ესპანეთი)

თავდამსხმელები: ანტუან გრიზმანი (მადრიდის ატლეტიკო, ესპანეთი), ოლივიე ჟირუ (ჩელსი, ინგლისი), კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი), ნაბილ ფეკირი (ლიონი, საფრანგეთი), უსმან დემბელე (ბარსელონა, ესპანეთი), ტომა ლემარი (მონაკო, საფრანგეთი), ფლორიან ტოვინი (მარსელი, საფრანგეთი)

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ასევე დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც მუნდიალზე იმ შემთხვევაში ითამაშებენ თუ  მათი კონკურენტი ტრავმას მიიღებს. ესენი არიან: ბენ იედერი (სევილია, ესპანეთი), კინგსლი კომანი (ბაიერნი, გერმანია), ბენუა კოსტილი (ბორდო, საფრანგეთი), მატიე დებუში (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), ლუკა დინი (ბარსელონა, ესპანეთი), ალექსანდრ ლაკაზეტი (არსენალი, ინგლისი), ენტონი მარსიალი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ადრიან რაბიო (პსჟ, საფრანგეთი), მამადუ სახო (კრისტალ პალასი, ინგლისი), მუსა სისოკო (ტოტენჰემი, ინგლისი), კურტ ზუმა (ჩელსი, ინგლისი).

საფრანგეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე C ჯგუფში მოხვდა. 16 ივნისს ყაზანში ფრანგები ავსტრალიელებს შეხვდებიან. 21 ივნისს ეკატერინბურგში საფრანგეთისა და პერუს დაპირისპირება შედგება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში 26 ივნისს დეშამის გუნდი ოგე ჰარეიდეს დანიასთან ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები