ნოიერი დაბრუნდა! - მეკარე გერმანიის თასის ფინალის განაცხადშია
Aa
Aa

ნოიერი დაბრუნდა! - მეკარე გერმანიის თასის ფინალის განაცხადშია

მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარე, მანუელ ნოიერი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა. ნოიერი შაბათს გასამართ გერმანიის თასის ფინალური შეხვედრის განაცხადში მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „რეკორდმაისტერის“ გოლკიპერი თავს კარგად გრძნობს და სექტემბერში გაკეთებული ფეხის ოპერაციის შემდეგ უკვე თამაშსაც შეძლებს. სასიამოვნო სიახლესთან დაკავშირებით, Twitter-ზე „ბაიერნის“ ოფიციალურმა არხმა შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა და დააწერა - „ის ბერლინში მიდის!“

განაცხადში ყოფნის მიუხედავად, წინასწარი ცნობით, ამ ეტაპზე ძირითად შემადგენლობაში სვენ ულრაიხი დარჩება. ნოიერმა ბოლო შეხვედრა (4:0) გასული წლის 16 სექტემბერს, „მაინცის“ წინააღმდეგ გამართა. აღსანიშნავია, რომ მანუელი რუსეთში გასამართ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ მიუნხენის „ბაიერნს“ პირველი ივლისიდან ახალი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩი ეყოლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები