“სან ანტონიო” კავაის გასაცვლელად მზადაა?
Aa
Aa

“სან ანტონიო” კავაის გასაცვლელად მზადაა?

„სან ანტონიოს“ მსუბუქი ფორვარდი, კავაი ლეონარდი NBA-ის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია. ლეონარდი ჯერ მხოლოდ 26 წლისაა და ორგზის საუკეთესო დამცველის ტიტულთან ერთად, 2014 წლის NBA-ის ჩემპიონი და ფინალების MVP-ია.

სამწუხაროდ კავაიმ ტრავმების გამო წლევანდელი სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა და გუნდის შეცვლაზეც აქტიურად ფიქრობს. რამდენიმე თვეა ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ლეონარდს „სან ანტონიოში“ თამაში არ სურს და ზაფხულში გუნდიდან წასვლას შეეცდება. როგორც კევინ ოკონერი იტყობინება „სან ანტონიო“ მზადაა საკუთარ ლიდერს შეელიოს ოღონდ სანაცვლოდ რაიმე „გრანდიოზული“ უნდა მიიღოს. ოკონერის მიხედვით ყველაზე კარგი ვარიანტი „ფილადელფია სევენთი სიქსერსია“, რომელსაც წლევანდელი დრაფტის არჩევანის უფლებასთან ერთად მარკელ ფულცის, დარიო სარიჩის და რობერტ კოვინგტონის შეთავაზება შეუძლია. შეგახსენებთ, რომ „სიქსერსს“ წლევანდელი დრაფტის მე-10 პიკი აქვს.

„სან ანტონიოსა“ და კავაის შორის დაპირისპირება მთელი სეზონის მანძილზე გრძელდებოდა. როგორც ადრიან ვოინაროვსკი იტყობინება მარტის დასაწყისში „სპურსის“ კალათბურთელებმა შეკრება მოაწყვეს და მისი პარკეტზე დაბრუნებაზე დაყოლიება სცადეს. სამწუხაროდ ლეონარდ ფლეი-ოფში ვერ ვიხილეთ და ტეხასელები ახლა მხოლოდ „გრანდიოზული“ შემოთავაზების მოლოდინში არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები