Neymar Jr`s Five საქართველოში - გამარჯვებული ბრაზილიაში ითამაშებს
Aa
Aa

Neymar Jr`s Five საქართველოში - გამარჯვებული ბრაზილიაში ითამაშებს

საქართველოში პირველად Neymar Jr`s Five ჩატარდება, რომლის ოფიციალური პარტნიორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა. 

თამაშები საქართველოს 6 ქალაქში გაიმართება: თელავი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი და თბილისი. ტურნირის გამარჯვებული ბრაზილიაში გაემგზავრება და 21 ივლისს საქართველოს სახელით, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

 

ტურნირში მონაწილეობას 16-დან 25 წლამდე მოყვარული ფეხბურთელები მიღებენ. თითოეულ გუნდს მხოლოდ ორი მოთამაშის დამატება შეუძლია, რომელთა ასაკი  25 წელს აღემატება.

ტურნირის წესების მიხედვით გუნდი, რომელიც ერთ გოლს გაიტანს, მეტოქე გუნდი ერთ ფეხბურთელს კარგავს და რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩნდება. თამაშის ხანგრძლივობა 10 წუთს შეადგენს, მაგრამ შეხვედრა დასრულდება თუ ერთი გუნდი მოედანზე მოთამაშის გარეშე დარჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები