''ერთ კითხვაზეც ვერ მივიღეთ ამომწურავი პასუხი'' - ლიპარტელიანის მორიგი განცხადება
Aa
Aa

''ერთ კითხვაზეც ვერ მივიღეთ ამომწურავი პასუხი'' - ლიპარტელიანის მორიგი განცხადება

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ფედერაციის პრეზიდენტის მისამართით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

''რატომ გაანთავისუფლეს კვალიფიციური მწვრთნელები? ვინ მიიღო გამოუცდელი მწვრთნელების მიწვევის გადაწყვეტილება. ვინ არის პასუხისმგებელი, როცა შედეგი უარესდება? რამდენად სწორად ხდება საბიუჯეტო თანხის განაწილება?'' - წერს ლიპარტელიანი.

 

შეგახსენებთ, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ. თუ ქევხიშვილი არ გადადგება, ძიუდოისტები ვარჯიშსა და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ.

ცხელი ამბები