ნადალი სრული სვლით! - დიმიტროვი და ტიმი რომიდან აიბარგნენ...
Aa
Aa

ნადალი სრული სვლით! - დიმიტროვი და ტიმი რომიდან აიბარგნენ...

რაფაელ ნადალი რომის მასტერსის 1/8 ფინალურ ეტაპზე ბოსნიელ დამირ ჯუმჰურს დაუპირისპირდა და 6:1; 6:0 გაანადგურა.

მსოფლიოს მე-2 ჩოგანი გრუნტის საფარზე ძლევამოსილებას ამტკიცებს და მორიგი ტურნირის მოგებისკენ მიიწევს, შემდეგ ბარიერად კი ახალგაზრდა კანადელი დენის შაპოვალოვი ჰყავს, რომელმაც თავის მხრივ ჯერ ტომაშ ბერდიხთან და შემდეგ რობინ ჰაასესთან რთული 3 სეტიანი მატჩები ჩაატარა.

მიმდინარე ტურნირს ადრეულ სტადიაზე გამოეთიშნენ გრიგორ დიმიტროვი და დომინიკ ტიმი. ბულგარელმა კეი ნიშიკორისთან 7:6; 5:7; 4:6 წააგო, ხოლო ავსტრიელმა ადგილობრივი ფაბიო ფონინის წინააღმდეგობა ვერ დაძლია - 4:6; 6:1; 3:6.

შემდეგ ეტაპზე ითამაშებს ხუან მარტინ დელ პოტროც, რომელიც ბერძენ ამომავალ ვარსკვლავ სტეფანოს ციციპასს პირველ სეტში ბრეიკით ჩამორჩა, მაგრამ მაინც 7:5; 6:3 მოუგო და დავიდ გოფენზე გავიდა.

1/8 ფინალური რაუნდის კიდევ ერთი საინტერესო დაპირისპირება ნოვაკ ჯოკოვიჩსა და ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს შორის შედგება. ყველა 1/8 ფინალური მატჩი დღესაა დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები