Aa
Aa

"ისლამური სახელმწიფო" მუნდიალის წინ მესის და რონალდუს დაემუქრა

რადიკალურმა ტერორისტულმა ჯგუფმა “ISIS“-მა ორი პოსტერი გამოაქვეყნა და მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორებს კიდევ ერთხელ დაემუქრა. პირველ პოსტერში გამოსახული მესი და რონალდუ არიან და “ისლამური სახელმწიფოსოს" ჯალათები ორ სუპერვარსკლავებსს თავის მოჭრით ემუქრებიან. ფოტოს შუა ნაწილში კი ასეთი წარწერაა - „მიწა თქვენი სისხლით მოირწყვება“.

„ISIS-მა მეორე პოსტერიც გამოაქვეყნა, სადაც ტერორისტული ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელს ხელში ასაფეთქებელი მოწყობილობა უჭირავს და სურათზე ასეთი წარწერა გვხვდება - „ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება ჩვენი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ “ISIS“-მა მსგავსი პოსტერები აქამდეც გამოაქვეყნა, „ისლამური სახელმწიფოს“ საინფორმაციო წყარომ, ინტერნეტში სურათი გაავრცელა, სადაც არგენტინელი ვარსკლავი, ლეო მესი, „ლუჟნიკების“ სტადიონზეა დაჩოქილი და მის გვერდით “ISIS”-ის წევრი ჯიჰადისტი დგას, რომელიც მის მოკვლას აპირებს.

მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 14 ივნისს აიღებს და რუსეთის 11 ქალაქში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები