1 ოქრო, 1 ვერცხლი, 5 ბრინჯაო - მეორე ადგილი ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე
Aa
Aa

1 ოქრო, 1 ვერცხლი, 5 ბრინჯაო - მეორე ადგილი ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე

სკოპიეში თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა შორის ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე საქართველომ 7 მედალი მოიპოვა. ტურნირის მეორე დღეს ქართველმა სპორტსმენებმა 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.   71 კგ წონით კატეგორიაში ბაგრატ გაგნიძემ ოქროს მედალი მოიპოვა, გიორგი ჭოლაძემ და ვლადიმერ გამყრელიძემ კი ბრინჯაოს მედლები მოუტანეს საქართველოს.

ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს ვერცხლის მედალოსანი დავით აბდალაძე გახდა, რომელიც 55 კგ წონით კატეგორიაში გამოდის. ჭოლაძისა და გამყრელიძის მსგავსად ბრინჯაოს მედალი გიორგი გეგელაშვილმა (48), გიორგი ნებუნიშვილმა (80) და სოლომონ მანაშვილმა (110) მოიპოვეს.

სოლომონ მანაშვილმა გადამწყვეტი ბრძოლა ბრინჯაოს მედლისთვის

 

გიორგი ნებუნიშვილის გადამწყვეტი ბრძოლა ბრინჯაოს მედლისთვის

 

გიორგი გეგელაშვილის გადამწყვეტი ორთაბრძოლა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში

 

საქართველომ ჩემპიონატი 7 მედლით დაასრულა, საერთო გუნდურ ჩათვლაში კი 140 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი კვინიკაძეა. მისი ასისტენტები ალექსანდრე პატარქალაშვილი, ლაშა ქეთიშვილი და შალვა მუზიაშვილი არიან.

ასევე იხილეთ: ფინალში გაგნიძემ რუსი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა!

ცხელი ამბები