რანიერი „ნანტს“ ტოვებს
Aa
Aa

რანიერი „ნანტს“ ტოვებს

„ნანტის“ პრეზიდენტმა, ვალდემარ კიტამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ კლაუდიო რანიერი სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.

იტალიელი სპეციალისტი „იადონების“ რიგებში ივნისში დაინიშნა და კონტრაქტის მიხედვით გუნდში 2 წელი უნდა გაეტარებინა, თუმცა „ნანტმა“ სეზონი ჩააგდო და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მე-10 ადგილზე იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ რანიერის იტალიის ნაკრების მწვრთნელადაც მოიაზრებდნენ, თუმცა „სკუადრა აძურა“ რობერტო მანჩინის ჩააბარეს.

„ყველაფერს ვერ დავმალავთ. სპონსორებს შევხვდით და კლაუდიომ ყველას მადლობა გადაუხადა“.

„მან გუნდში შესანიშნავია სამუშაო შეასრულა რის გამოც მადლობის გარდა სხვა არაფერი გვეთქმის“.

„გადაწყვეტილების მიღება ადვილი ნამდვილად არ ყოფილა, რაღაცებს აუცილებლად ვინანებთ, თუმცა ვერაფერს ვიზამთ. ცხოვრებაში მსგავსი რამ ნებისმიერთან ხდება“.

„ნანტმა“ სეზონი კარგად დაიწყო და საწყის ეტაპზე ევროპულ ტურნირებზე გასვლისთვისაც იბრძოდა, თუმცა რანიერის გუნდმა ნელ-ნელა მოუკლო და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ცხრილის შუა ნაწილში იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები