Aa
Aa

NBA-ის ფლეი-ოფების მიმოხილვა

ჰიუსტონი - გოლდენ სტეიტი 127 - 105

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციაში დასავლეთ კონფერენციის ფინალის მეორე შეხვედრა გაიმართა. „ჰიუსტონმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

 

ტეხასელებმა ყველა მეოთხედი მოიგეს და მოქმედი ჩემპიონი უშანსოდ დაამარცხეს.

„როქეთსის“ რიგებში ჯეიმს ჰარდენი ორმაგი დუბლით გამოირჩა - 27 ქულა, 10 მოხსნა, 3 გადაცემა. სათადარიგო სკამიდან ერიკ გორდონმა გუნდს 27 ქულა შესძინა და 9-დან 6 სამიანი გამოიყენა. პი ჯეი ტაკერმა 6-დან 5 სამიანი ჩააგდო და აქტივში 22 ქულა ჩაიწერა. ტრევორ არიზამ შეხვედრა 19 ქულით დაასრულა, კრის პოლმა კი თავი 16 ქულას მოუყარა.

„გოლდენ სტეიტს“ 38 ქულით კევინ დურანტმა ულიდერა. სტეფმა გუნდს 16 ქულა შესძინა. აღსანიშნავია, რომ სხვა არცერთ მოთამაშეს 10 ქულიანი ნიშნული არ გადაულახავს.

სერიაში ანგარიში თანაბარია და შემდეგი შეხვედრა ოკლენდში, 21 მაისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები