ინგლისის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
Aa
Aa

ინგლისის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა, გარეტ საუთგეიტმა მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა სია გამოაქვეყნა. ინგლისელთა 23 კაციანი შემადგენლობა ასე გამოიყურება.

მეკარეები: ჯეკ ბატლენდი, ჯორდან პიკფორდი, ნიკ პოუპი

მცველები: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, გარი კეჰილი, ფაბიან დელფი, ფილ ჯოუნსი, ჰარი მაგუაიერი, დენი როუზი, ჯონ სტოუნსი, კირან ტრიპიერი, ეშლი იანგი, კაილ უოკერი.

ნახევარმცველები: დელე ალი, ერიკ დაიერი, ჯორდან ჰენდერსონი, ჯესი ლინგარდი, რუბენ ლოფტუს-ჩიკი.

თავდამსხმელები: ჰარი კეინი, მარკუს რაშფორდი, რაჰიმ სტერლინგი, ჯეიმი ვარდი, დენი უელბეკი.

გარეტ საუთგეიტმა ჟურნალისტებთან ნაკრების შესახებ ისაუბრა და განაცხადა: „მჯერა, რომ ეს სწორედ ის შემადგენლობაა, რომლითაც აუცილებლად ვიამაყებთ“.

„ბალანსი ერთის მხრივ ახალგაზრდებსა და ვეტერანებს და მეორეს მხრივ სათამაშო სტილსა და პოზიციებს შორის იდეალურადაა დაცული“.

„საკმაოდ ძლიერი და ენერგიული გუნდი გვყავს. ფეხბურთელები ბურთიანად და მის გარეშეც კარგად თამაშობენ და ვფიქრობ, ხალხი უკვე ხედავს იმ სტილს, რომლითაც ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს“.

„შერჩევის პროცესი თვეების მანძილზე გრძელდებოდა. გვჯერა, რომ გუნდი პროგრესირებს და გვსურს გამონაკლისი არც მსოფლიო ჩემპიონატი აღმოჩნდეს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები