ევროპა ლიგის ფინალის რეკორდები
Aa
Aa

ევროპა ლიგის ფინალის რეკორდები

დღეს, 22:45 საათიდან ლიონში, "სტად ოლიმპიკ ლიონზე", "მარსელი" და "ატლეტიკო" ითამაშებენ და 2017-18 წლების სეზონის ევროპა ლიგის გამარჯვებულს გამოავლენენ.

ამ სტატიაში გთავაზობთ ევროპის რანგით მე-2 საკლუბო ტურნირის ფინალური მატჩის განსაკუთრებულ მომენტებსა და რეკორდებს. 

ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება - სევილია-მიდლსბრო 4:0 (2006 წ.)

ყველაზე უხვგოლიანი მატჩი - ლივერპული-ალავესი 5:4 (2001 წ.)

ყველაზე დაბალშედეგიანი მატჩი - სევილია-ბენფიკა 0:0 (2014 წ.) და გალათასარაი-არსენალი 0:0 (2000 წ.)

ყველაზე მეტი გოლის გამტანი - რადამელ ფალკაო (3 გოლი)

ყველაზე ასაკოვანი გოლის გამტანი - გარი მაკალისტერი - 36 წლის და 142 დღის - ლივერპული-ალავესი (2001 წ.)

ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული - ამედეო კარბონი - 39 წლის და 43 დღის - ვალენსია-მარსელი (2004 წ.)

ყველაზე მცირეწლოვანი გოლის გამტანი - ვაგნერ ლავი - 20 წლის და 341 დღის - სპორტინგი-ცსკა (2005 წ.)

ყველაზე მცირეწლოვანი გამარჯვებული - რობინ ვან პერსი - 18 წლის და 275 დღის - ფეიენოორდი-დორტმუნდი (2002 წ.)

ყველაზე მცირეწლოვანი, რომელმაც ფინალურ მატჩში მონაწილეობა მიიღო - მატიის დე ლიხტი - 17 წლის და 285 დღის - აიაქსი-მანჩესტერი (2017)

ყველაზე სწრაფი გოლი - 3 წთ. - მარკუს ბაბელი - ლივერპული-ალავესი (2001 წ.)

ყველაზე გვიანი გოლი - 116 წთ. - დიეგო ფორლანი - ატლეტიკო-ფულემი (2010)

ყველაზე მეტი ფინალი - სევილია (5)

ყველაზე მეტჯერ მომგები გუნდი - სევილია (5)

ყველაზე მეტჯერ წამგები გუნდი - ბენფიკა (3)

ყველაზე მეტჯერ მომგები ფეხბურთელი - ხოსე ანტონიო რეიესი (5) - ატლეტიკო (2010 და 2012); სევილია (2014; 2015 და 2016)

ყველაზე მეტჯერ მომგები მწვრთნელი - ჯოვანი ტრაპატონი (3) - ინტერი (1977); იუვენტუსი (1991 და 1993).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები