Aa
Aa

მარტივად და დამაჯერებლად! - ტოჩინოშინის დომინირება გრძელდება

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ მაისის "ნაცუ ბაშოზე" მორიგი ორთაბრძოლა გამართა. ტოჩინოშინის მოწინააღმდეგე 25 წლის მიტაკეუმი გახლდათ, რომელსაც ტურნირზე მოგება-წაგებათა ბალანსი 2:1-ზე ჰქონდა, ჩვენებურის მონაგარი კი 3:0-ზე იყო.

ეს სუმოისტები ერთმანეთს მეშვიდედ შეხვდნენ, აქამდე გამართული 6 შეხვედრიდან 4 ტოჩინოშინის გამარჯვებით დასრულდა, მათ შორის წელს გამართული ორივე დაპირისპირება.

ქართველმა მიტაკეუმისთან მოგებათა სერია გააგრძელა და მას დღესაც საკმაოდ მარტივად აჯობა. ტოჩინოშინმა იორიკირის ილეთი შეასრულა და "ნაცუ ბაშოზე" ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა, რითაც ლიდერთა შორისაა.

გორგაძე ტურნირის მე-5 დღეს კაისეის შეხვდება, რომელიც წოდებით პირველი მაეგაშირაა და მიმდინარე ბაშოს საწყისი 3 ორთაბრძოლა წაგებული აქვს. ტოჩინოშინმა და კაისეიმ აქამდე 15 ურთიერთშეხვედრა გამართეს, რომელთაგანაც 8 ქართველმა მოიგო, 7 კი - ბრაზილიელმა.  კაისეი 31 წლისაა, 204 კგ.-ს იწონის და 195 სმ. სიმაღლისაა. 

ცხელი ამბები