Aa
Aa

NBA-ის ფლეი-ოფების მიმოხილვა

ბოსტონი - კლივლენდი 107 - 94

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციაში „ბოსტონისა“ და „კლივლენდის“ მეორე დაპირისპირება გაიმართა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო და „კავსმა“ პირველი ნახევარი 7 ქულიანი სხვაობით მოიგო, თუმცა „კელტებმა“ საოცარი მეორე ტაიმი ჩაატარეს და მატჩში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

„სელტიკსის“ რიგებში 10 ქულიან ნიშნულს ერთბაშად 6 მოთამაშე გადაცდა. საუკეთესო ჯეილენ ბრაუნი იყო, რომელმაც აქტივში 23 ქულა და 7 მოხსნა ჩაიწერა. ტერი როზიერმა გუნდს 18 ქულა შესძინა. ალ ჰორფორდმა ორმაგი დუბლი მიითვალა - 15 ქულა, 10 მოხსნა. მარკუს მორისმაკი შეხვედრა 12 ქულით დაასრულა.

„კლივლენდს“ ტრადიციულად ლებრონმა ულიდერა. „მეფემ“ სამმაგი დუბლი მიითვალა და 42 ქულას, 10 მოხსნა და 12 გადაცემა წაამატა. კევინ ლავმა შეხვედრა 22 ქულით დაასრულა. კაილ კორვერმა გუნდს 11 ქულა შესძინა, ტრისტან ტომპსონმა კი თავი 8 ქულას მოუყარა.

„ბოსტონი“ სერიაში 2-0 დაწინაურდა და შემდეგ შეხვედრას სტუმრად კლივლენდში 20 მაისს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები