Aa
Aa

ფინალში გაგნიძემ რუსი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა!

ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ტურნირის მეორე დღეს ქართველმა სპორტსმენებმა 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

71 კგ წონით კატეგორიაში ბაგრატ გაგნიძემ ოქროს მედალი მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში გაგნიძემ რუსი რამაზან აბუზაგიდოვი დაამარცხა.

შეგახსენებთ, გაგნიძემ ნახევარფინალში გასვლამდე ჯერ ლატვიელი ძასევი დაამარცხა ანგარიშით 10:0, შემდეგ კი მეოთხედფინალში ბელარუსი ვიტალი იგნატოვიჩის ბარიერი დაძლია.მან ნახევარფინალში თურქ მუჰამეტ ჯავუსს აჯობა და ფინალში რუს რამაზან აბუზაგიდოვის სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.

60 კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ გამყრელიძემ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში რუს ბაგრატ პანდარიასთან პირველი პერიოდი 0:8 დათმო, თუმცა შეხვედრა შემოატრიალა და 13:12 გაიმარჯვა. გამყრელიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მეორე ბრინჯაოს მედალი 51 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჭოლაძემ მოიპოვა. მან გადამწყვეტი ბრძოლაში  ლატვიელი მოროზვსი 9:7 დაამარცხა. ჭოლაძე სამშობლოში ბრინჯაოს მედლით დაბრუნდება.

    ცხელი ამბები