ელერდაისი ''ევერტონს'' ტოვებს - ''დიდ სემს'' პორტუგალიელი შეცვლის
Aa
Aa

ელერდაისი ''ევერტონს'' ტოვებს - ''დიდ სემს'' პორტუგალიელი შეცვლის

საფეხბურთო კლუბ ''ევერტონს'' მთავარი მწვრთნელი სემ ელერდაისი დატოვებს. Skysports-ის ცნობით ელერდაისის შემცვლელთა შორის მარკო სილვა სახელდება. პორტუგალიელს ''დიდი სემის'' შეცვლის ყველაზე დიდი შანსი აქვს.

''ევერტონის'' მთავარი აქციონერი ფარად მოშირი ოთხშაბათს ელერდაისს შეხვდება და მხარეების თანამშრომლობა დასრულდება. ''ევერტონმა'' პრემიერლიგის მიმდინარე სეზონი მერვე ადგილზე დაასრულა. პრემიერლიგის ბოლო 9 მატჩში ელერდაისის ფეხბურთელები მხოლოდ ორჯერ დამარცხდნენ.

''კანფეტები'' მარკო სილვას კანდიდატურას 2017 წლის ნოემბერშიც განიხილავდნენ, თუმცა იმ პერიოდში სილვა ''უოტფორდს'' ხელმძღვანელობდა.

2017 წლის იანვარში მიკ ფელანის ''ჰალიდან'' წასვლის შემდეგ მთავარი მწვრთნელი მარკო სილვა გახდა. ''ჰალმა'' პრემიერლიგა დატოვა, სილვა კი ''უოტფორდს'' ჩაუდგა სათევეში. მისი ხელმძღვანელობით 2017-18 წლების სეზონში ''უოტფორდმა'' 41 ქულით მე-14 ადგილი დაიკავა. 40 წლის მწვრთნელმა, რომელსაც პირეოსის ''ოლიმპიაკოსსა'' და ლისაბონის ''სპორტინგშიც'' უმუშავია, ''უოტფორდი'' დატოვა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები