Aa
Aa

ნადალმა და შარაპოვამ ერთობლივი ვარჯიში გამართეს

მარია შარაპოვამ და რაფაელ ნადალმა ერთობლივი ვარჯიში გამართეს, რომელსაც საკმაოდ ბევრი მაყურებელი დაესწრო.

მსოფლიო ჩოგბურთის ორმა ვარსკვლავმა გულშემატკივარს ერთი ძალიან საინტერესო გათამაშება შესთავაზეს, რომელიც დაახლოებით 2 წუთს გაგრძელდა და საბოლოოდ შარაპოვას გამარჯვებით დასრულდა. გათამაშების შემდეგ გახარებულმა რუსმა ჩოგბურთელმა ხელები აღმართა და ხვნეშით წარმოთქვა: „ეგაა, მე დავასრულე“.

შარაპოვა ვარჯიშს სოციალური ქსელის მეშვეობით აქტიურად აშუქებდა. იგი წერდა, თუ როგორი ნერვულია მსოფლიოს პირველ ჩოგანთან ერთად კორტზე ყოფნა.

აღნიშნული ვარჯიში რომის კორტებზე გაიმართა, სადაც ამჟამად მასტერსის სერიის ტურნირი მიმდინარეობს. რაფაელ ნადალი პირველი 2 წრე ისვენებს და საქმეში 1/8 ფინალური ეტაპიდან ჩაერთვება.

რაც შეეხება შარაპოვას, იგი დღეს პირველ მატჩს ჩაატარებს და ავსტრალიელ ეშლი ბარტის დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის რუსმა, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოს მე-40 ჩოგანია, გასულ კვირას მადრიდის მასტერსზე იასპარეზა და 1/4 ფინალში ჰოლანდიელ კიკი ბერტენსთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები