Aa
Aa

NBA-ის ფლეი-ოფების მიმოხილვა

ჰიუსტონი - გოლდენ სტეიტი 106 – 119

დასავლეთ კონფერენციის ფინალის პირველი შეხვედრა ტეხასში გაიმართა და „გოლდენ სტეიტის“ დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც ფრედ დასრულდა, „მეომრებმა“ საოცარი მეორე ნახევარი ჩაატარეს და მოედნის უპირატესობა დაიბრუნეს.

„უორიორსის“ რიგებში 37 ქულით კევინ დურანტი გამოირჩა. კლეი ტომპსონმა გუნდს 28 ქულა შესძინა. სტეფ კარიმ შეხვედრა 18 ქულითა და 8 გადაცემით დაასრულა. დრეიმონდ გრინმა კი აქტივში 5 ქულა, 9 გადაცემა და 9 მოხსნა ჩაიწერა.

„ჰიუსტონს“ 41 ქულით ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა. კრის პოლმა შეხვედრა 23 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა. ერიკ გორდონმა სათადარიგო სკამიდან 15 ქულა მოაგროვა, კლინტ კაპელამ კი გუნდს 12 ქულა და 6 მოხსნა შესძინა.

„გოლდენ სტეიტი“ სერიაში 1-0 დაწინაურდა და შემდეგ შეხვედრას სტუმრად 17 მაისს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები