Aa
Aa

"ბრაიტონის" ფეხბურთელის უღირსი ჟესტი

მიუხედავად სეზონის ბოლო ტურში „ენფილდზე“ 4-0 დამარცხებისა „ბრაიტონმა“ წლევანდელი ჩემპიონატი საკმაოდ კარგად ჩაატარა. გუნდმა უმაღლეს დივიზიონში დარჩენა მოახერხა და დიდი ალბათობით მომავალ წელსაც იგივე მიზნისთვის იბრძოლებს.

გარემარბმა, სოლი მარჩმა კლუბის წარმატებულ სეზონში უდიდესი წვლილი შეიტანა. მან მონაწილეობა 36 შეხვედრაშოში მიიღო და მინდორზე გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. სამწუხაროდ მარჩი „ლივერთან“ მატჩის შემდეგ გულშემატკვირების კრიტიკის ობიექტად იქცა. სოლომონმა შეხვედრის დასრულებისთანავე ქომაგებს შუა თითი უჩვენა და მოედანი ასე დატოვა. მოგვიანებით სოლიმ საკუთარ ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ჟესტი მიმართული არა „ენფილდისკენ“ არამედ მისი თანაგუნდელებისკენ იყო.

“მინდა ჩემი ჟესტისთვის ბოდიში მოვიხადო. ნამდვილად სულელური საქციელი იყო, რომელიც ჩემი გუნდელებისკენ იყო მიმართული და გულშემატკივრებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. თაანგუნდელები  მაჩქარებდნენ, რადგან რეისზე მაგვიანდებოდა, რომლის საშუალებითაც საკუთარი ქორწილში უნდა მივსულიყავი. მსურს „ბრაიტონის“ ქომაგებს სეზონის მანძილზე გაწეული მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გადავუხადო“.

შეგახსენებთ, რომ „ლივერმა“ სალაჰის, ლოვრენის, სოლანკეს და რობერტსონის გოლების წყალობით იმარჯვა. ჯერჯერობით უცნობია დაისჯება თუ არა მარჩი განხორციელებული ქმედების გამო, თუმცა მანამდე სოლის შეუძლია საკუთარი გუნდის წარმატებით დატკბეს.

მარჩმა „ბრაიტონის“ შემადგენლობაში ერთი გოლი გაიტანა და სამი გადაცემა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები