„იუნაიტედი, თუ რეალი?
Aa
Aa

„იუნაიტედი, თუ რეალი?" - ნეიმარმა თავის მომავალზე პირველი კომენტარი გააკეთა!

კვირას, ნეიმარს ლიგა 1-ის სეზონის საუკეთესო მოთამაშის წოდება მიანიჭეს.

დაჯილდოებაზე ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო იმყოფებოდა.

ნეიმარმა ჯილდო სწორედ „ფენომენმა“ გადასცა.

26 წლის ფეხბურთელმა ტრავმა ახლახანს მოიშუშა და ვარჯიში განაახლა. პარიზელთა ათიანი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება და რონალდოსგან საჭირო რჩევებიც მიიღო.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჯილდოს მიღების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მინდა „პსჟ“-ში ჩემს თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო. წლევანდელი სეზონით ვამაყობ და ვთვლი, რომ ამ ტიტულს ჩემი თანაგუნდელების გარეშე ვერ მოვიგებდი.“

როგორც მოგეხსენებათ, აქტიურად მიმდინარეობს საუბრები ნეიმარის „რეალში“, ან „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლაზე.

ბრაზილიელმა ამის შესახებაც ისაუბრა: „იუნაიტედი, თუ რეალი? აქ „პსჟ“-ს გამო ვარ მოსული და ყველამ იცის რაც არის ჩემი სურვილი - ეს „პსჟ“-სთვის გოლების გატანა იყო, ახლა კი იგივეს გაკეთებას ბრაზილიის ნაკრებში ვგეგმავ. ამჟამად ამაზე ვარ ფოკუსირებული. ახლა სატრანსფერო თემებზე სასაუბრო დრო არ არის, ამის გამო ცოტათი მოწყენილი ვარ“.

როგორც ხედავთ, ნეიმარმა საკუთარ მომავალზე არც თუ მკაფიო განცხადება გააკეთა. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფეხბურთელს მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე ტრანსფერებზე საუბარი არ სურს, ხოლო რა მოხდება მუნდიალის შემდეგ, ეს უკვე რთული სათქმელია.

სამაგიეროდ, მკაფიო და ძალიან პირდაპირი იყო პარიზელთა მფლობელი ნასერ ალ ხელაიფი: „შემიძლია გითხრათ, რომ ნეიმარი 2000 პროცენტით „პსჟ“-ში რჩება“.

ხელაიფი შეუვალია და ის თავისი ლიდერის დათმობას არ გეგმავს. მას, სურვილთან ერთად საკმაოდ მყარი ბერკეტიც აქვს. ნეიმარის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა მითითებული არ არის და ეს ფაქტი ფეხბურთელის მსურველ გუნდებს დიდ პრობლემას უქმნის.

უკვე ცნობილია, რომ სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „რეალი“ ნეიმარზე ნადირობას დაიწყებენ. ვნახოთ, თუ როგორ დაიცავს თავს „პსჟ“.

ასევე იხილეთ - ნეიმარი: "სუარესმაც იგივე სცადა და ჩვენ სიცილი დავიწყეთ...მათთან ერთად თამაში მენატრება"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები