Aa
Aa

NBA-ის ფლეი-ოფების მიმოხილვა

ბოსტონი - კლივლენდი 108 – 83

გუშინ საკალათბურთო ასოციაციაში სტარტი აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალმა აიღო. სტუმრად „ბოსტონის“ დამარცხება ვერც „კლივლენდმა“ მოახერხა და პირველი შეხვედრა გამანადგურებელი ანგარიშით წააგო.

„სელტიკსმა“ უპირატესობა მატჩის დასაწყისშივე მოიპოვა და პირველი ტაიმი 26 ქულის სხაობით მოიგო. „კლივლენდმა“ საშინელი შეხვედრა ჩაატარა. „კავსმა“ სროლების 36 პროცენტი გამოიყენა და კალათში 26-დან მხოლოდ 4 სამიანი მოათავსა.

საშინლად ითამაშა ლებრონ ჯეიმსმა, მეფემ ფლეი-ოფში კარიერის მანძილზე ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩაატარა და მატჩში - 32! მარგი ქმედების კოეფიციენტი დააფიქსირა.

„ბოსტონს“ ბრაუნი, მორისი, ჰორფორდის ტრიომ ულიდერა. ჯეილენი ორივე გუნდში საუკეთესო იყო და შეხვედრა 23 ქულით დაასრულა, მარკუს მორისმა აქტივში ორმაგი დუბლი ჩაიწერა - 21 ქულა, 10 მოხსნა. ალ ჰორფორდმა კი გუნდს 20 ქულა შესძინა.

„კლივლენდს“ 17 ქულით კევინ ლავმა ულიდერა. ლებრონმა 15 ქულასთან ერთად 7 მოხსნა და 9 გადაცემა მიითვალა, თუმცა ბურთი 7-ჯერ დაკარგა და 16-დან მხოლოდ 5 ტყორცნა გამოიყენა. როდნი ჰუდმა სათადარიგო სკამიდან 11 ქულა დააგროვა, ჯორდან კლარკსონმა კი შეხვედრა 10 ქულით დაასრულა.

„ბოსტონი“ სერიაში 1-0 დაწინაურდა და შემდეგ შეხვედრას 16 მაისს კვლავ საკუთარ არენაზე გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები